2014 Land Rover Defender Challenge announced
1 ნოემბერი
„ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ კომპანია
„ბოულერის“ მიერ ორგანიზებული „დიფენდერ ჩელენჯის“ მომავალი წლის ტურნირის
სპონსორი იქნება. ტურნირში, რომლის რბოლებიც დაკარის ტიპის გზებზე ჩატარდება,
სპეციალურად მომზადებული 15 “დიფენდერ 90“ მიიღებს მონაწილეობას.
„დიფენდერ ჩელენჯი“ შეიძლება დაკარის დაბალ ლიგად,
ან თუნდაც ხელმისაწვდმ დაკარადაც ჩაითვალოს. ის თავგადასავლების იმ მოყვარულებს
მისცემს ადრენალინით დაკმაყოფილების საშუალებას, რომლებისთვისაც დაკარში
მონაწილეობა მეტისმეტად ძვირიცაა და გამოუცდელობის გამო, სახიფათოც. მეტიც,
„დიფენდერ ჩელენჯში“ მონაწილეობისთვის, აუცილებელი პირობა სწორედ გამოუცდელობაა.
შეჯიბრისთვის მანქანებს „ბოულერ მოტორსპორტი“
მოამზადებს, რომელიც „ლენდ როვერის“ პარტნიორია სხვადასხვა პროექტებში. მისი
სპეციალისტები მოკლებაზიან “დიფენდერ 90-ს“ გადააკეთებენ. შეიცვლება ავტომობილის
საკიდარი, მანქანა ალუმინის მსუბუქ, 18-დუიმიან ბორბლებზე დადგება, რომლებიც
„კუმჰოს“ წარმოების რეზინით შეიმოსება. დიზელის 2.2-ლიტრიანი ძრავის სიმძლავრე 50
ცხენის ძალით გაიზრდება და 170 ცხენის ძალას მიაღწევს, მაქსიმალური მაბრუნი
მომენტი კი - 450 ნიუტონმეტრს. ძრავს სტანდარტული, 6-საფეხურიანი მექანიკური
გადაცემათა კოლოფი დაუკავშირდება.
სალონი რა თქმა უნდა, სარბოლო ყაიდაზე მოეწყობა. იქ
ორი სარბოლო სკამი მოთავსდება. ამასთან, ინტერიერს სპეციალური დამცავი კარკასით
გააძლიერებენ. ავტომობილმა უკვე მიიღო საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციისგან (FIA)
სპეციალური ჰომოლოგაცია, რომელიც რბოლებში „ბოულერის“ მიერ მომზადბული
„დიფენდერის“ გამოყენების უფლებას იძლევა.
სარბოლოდ მომზადებული „დიფენდერის“ ფასი
50 000 გირვანქა სტერლინგია. „დიფენდერ ჩელენჯში“ მონაწილეობის მსურველს
მხოლოდ 12-14 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს, რაც დაკარის და რალი
მარათონების საზომით, ძალიან ცოტაა. სამაგეროდ, ჯამში სამჯერ მეტია, ვიდრე
სტანდარტული „ლენდ როვერ დიფენდერის“ ფასი.
„დიფენდერ
ჩელენჯის“ პირველი სეზონი მომავალ წელს გაიმართება და მის კალენდარში შვიდი ეტაპი
შევა. პირველი ოთხი ეტაპი ბრიტანეთში ჩატარდება.
No comments:
Post a Comment