2015 Ford Mustang: New Tech Details to be
Revealed on January 7
18 დეკემბერი
ახალი „მუსტანგის“ პრემიერიდან უკვე ორი კვირა
გავიდა, მაგრამ ეს ავტომობილი მაინც არ კარგავს აქტუალობას. ამის მიზეზი კი ისაა,
რომ „ფორდმა“ მის შესახებ სრული ინფორმაცია ჯერ არ გაგვიმხილა - ავტომობილი
ბაზარზე რამდენიმე თვის შემდეგ გამოვა და ამ დროის განმავლობაში, პოტენციურ
მყიდველს ის არ უნდა მიავიწყდეს. ამიტომ, ინფორმაციის ულუფებს პერიოდულად უნდა
ველოდოთ.
სხვათა შორის, ახალი „მუსტანგი“ ლას ვეგასური
გამოფენის ოფიციალური ავტომობილის რანგში წარსდგება, რაც იმის გარანტიაა, რომ ის
საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცევა. მის წარდგენას კი სპეციალური პრეს
კონფერენცია მიეძღვნება და ახალ ტექნოლოგიებსაც სწორედ მასზე წარადგენენ.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ახალი „მუსტანგი“
აღჭურვილია კავშირის გაუმჯობესებულ სისტემა SYNC-ით, ასევე სისტემა „მაიფორდ
ტაჩით“, „აპლინკით“, საზრიანი გასაღებით, სისტემა „მაიკეით“, ადაპტირებადი კრუიზ
კონტროლით, უხილავი არეების დაფიქსირების სისტემით და საბურავებში წნევის ინდივიდუალური
მონიტორინგის სისტემით. გარდა ამისა, ოპციით შესაძლებელია სისტემა „OEM ფერსტის“
დაყენება, რომელიც დრიფტ შოუს მოყვარულებს, ეგრეთ წოდბული „საბურავების წვისას“,
მანქანაზე კონტროლს გაუადვილებს.
No comments:
Post a Comment