Ford Says Vignale Customers To Get Special
Experience, Including Life Time Free Car Washes
20 ოქტომბერი
ფრანკფურტის მოტორ შუზე, „ფორდმა“ თავისი სუბ-პრემიუმ
ქვე-ბრენდი „ვინიალე“ და მასთან დაკავშირებული გეგმები გაგვაცნო. „ვინიალეს“
პირველი კონცეპტუალური ავტომობილი, საშუალო ზომის სედან „მონდეოს“ ბაზაზე აიგო.
მაგრამ მთავარი მარტო ავტომობილი არ არის. არც მისი გარეგნობა და მდიდრულად გაწყობილი
ინტერიერი.
გამოცემა „ავტონიუს იუროპთან“ საუბრისას, „ფორდ ოფ
იუროპის“ მარკეტინგის შეფმა გაეტანო თორელმა განაცხადა, რომ ბრენდი „ვინიალე“
მომხმარებელს მომსახურების სპეციალურ პაკეტს შესთავაზებს, რაშიც შევა ავტომობილის
უფასოდ რეცხვა მისი ფლობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
ის განმარტავს, რომ ამ პირობის შესასრულებლად,
აუცილებელი არ იქნება ავტომობილის მაინცდამაინც სადილერო კომპანიაში მიყვანა.
ავტომობილის პასპორტში დილერი მიუთითებს იმ ავტო სამრეცხაოებს, სადაც აღნიშნულ
ავტომობილს, მისი არსებობის განმავლობაში, უფასოდ გარეცხავენ. გარდა ამისა,
მყიდველს სერვისში ყოველთვის ერთ პიროვნებასთან ექნება საქმე.
„ჩვენ „ვინიალეს“ მყიდველს სპეციალურ სერვისს
შევთავაზებთ, რომელიც მას არამხოლოდ ავტომობილის მომსახურებას გაუადვილებს, არამედ
სრულიად სხვა, არა საავტომობილო საქმეების მოგვარებაში დაეხმარება. მაგალითად,
დაუჯავშნის თეატრში ბილეთს, ან მოუძებნის ახლომდებარე პარკინგს“, - ამბობს თორელი
და დასძენს, რომ „ვინიალეს“ ავტომობილები, „ფორდის“ ჩვეულებრივი მოდელების ST-ვერსიების
ფასში გაიყიდება, თუმცა გაცილებით მრავალფეროვან სერვისს „გაიყოლებს“, რაც
მფლობელს კომფორტსაც შეუქმნის.
თორელი ჯერ არ ამბობს, „ვინიალეს“ ქვე-ბრენდით, „მონდეოს“
გარდა სხვა რომელი მოდელები გამოვა, ან რომელი იქნება შემდეგი. სამაგიეროდ თქვა,
რომ ევროპაში „ფორდის“ გაყიდვების დაახლოებით 5 პროცენტი „ვინიალეს“ ქვე-ბრენდზე მოვა.
რაც შეეხება ფასს, „ვინიალეს“ ავტომობილები, „ფორდის“ შესაბამისი მოდელების მოდიფიკაცია
„ტიტანიუმის“ ფასზე 10 პროცენტით ძვირი ეღირება.
No comments:
Post a Comment