დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, October 20, 2013

ვილნევი - ფეტელმა ვებერი გაანადგურა

Vettel 'destroyed Mark Webber' - Villeneuve
20 ოქტომბერი
ბოლო დროს, სებასტიან ფეტელს დაჯილდოების ცერემონიაზე ხშირად უსტვენენ და უკმაყოფილო შეძახილებით ამკობენ. ბევრი თვლის, რომ ის ზედიზედ მეოთხედ, ედრიან ნიუის მიერ შექმნილი საოცარი მანქანებით ხდება ჩემპიონი. ბევრს კი მიაჩნია, რომ გუნდი თავის ორ პილოტს შორის, უპირატესობას გერმანელს ანიჭებს და ამ დროს, მარკ ვებერი იჩაგრება.
მაგრამ „მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში თვლის, რომ ფეტელის იმიჯისთვის ერთადერთი პრობლემა ფერნანდო ალონსოა და აი, რატომ: „ჩემი აზრით, ფეტელი იმ ქულებს აგროვებს, რომლებსაც მისი მანქანა იმსახურებს. ალონსოს შემთხვევაში კი პირიქითაა და ის ბოლო სეზონებში კიდევ უფრო განვითარდა. ამიტომ, სწორედ ალონსოა იმის მიზეზი, რომ ფეტელი საყოველთაო აღიარებას ვერ ღებულობს“, - ესპანურ გამოცემა „ას-თან“ საუბრისას ამბობს უიტმარში.
მაგრამ ჟაკ ვილნევი, რომელიც ახლახანს ფეტელის ერთ-ერთი უმკაცრესი კრიტიკოსი იყო ამბობს, რომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის შეფასების მთავარი კრიტერიუმი, მისი და ვებერის შედეგების შედარებაა. „ვინც ამბობს, რომ ფეტელი მანქანის წყალობითაა მაგარი, გაიხსენოს როგორ ანადგურებდა ის ვებერს. წლიდან წლამდე, რბოლიდან რბოლამდე“, - „ბილდ ამ ზონტაგთან“ საუბრისას ამბობს მსოფლიოს 1997 წლის ჩემპიონი.
მას ეთანხმება „რედ ბულის“ მოტორსპორტის საქმეთა მრჩეველი, ფ1-ის ყოფილი პილოტი ჰელმუტ მარკო, ვინც ფეტელის პროტეჟირებითაა ცნობილი. „ჩვენ ორივეს ყოველთვის ერთნაირ მანქანას ვუმზადებთ, მაგრამ რამდენად ხშირად ახერხებდა ვებერი მის დამარცხებას?“, - რიტორიკულ კითხვას სვამს ავსტრიელი. თუმცა, ამ კითხვაზე ყველას ერთნაირი პასუხი არ გააჩნია და ბევრი იტყვის, რომ წითელი ხარები უპირატესობას ყოველთვის ფეტელს ანიჭებენ.
ედი ირვაინი ამბობს: „ჩემპიონი ვერ გახდები, თუ კარგი მანქანით არ ასპარეზობ. ეს მხოლოდ მიხაელ შუმახერს და აირტონ სენას შეეძლოთ. ედრიან ნიუის მანქანით ბევრი იგებს და დიდი ამბავი. ედრიანი ხომ გენიოსია. სასწაულები მხოლოდ შუმახერს, სენას და ნიუის შეუძლიათ“, - ამბობს ირლანდიელი.
ნიკო როსბერგი ნიუის და ვებერის ფაქტორის მნიშვნელობას ავითარებს და ამბობს, რომ ეს ფაქტორები ფეტელის მიღწევებს აკნინებს. მარკი შესანიშნავი მრბოლი და პიროვნებაა, მაგრამ სებასტიანს რომ ფერნანდოს კალიბრის თანაგუნდელი ჰყოლოდა, მისი მიღწევები უფრო დაფასებული იქნებოდა“, - ამბობს გერმანელი და მას სეხნია თანამემამულე ჰულკენბერგიც ეთანხმება: „ვფიქრობ, მის გვერდზე კიმი რომ ყოფილიყო და მაინც ტიტულები მოეგო, მაშინ მის მიღწევებს გაცილებით მეტი ფასი დაედებოდა“.

No comments:

Post a Comment