დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, November 22, 2012

„მუსტანგი“ კობრას პოზაში (ვიდეო)

Ford Mustang Cobra Jet wheelies with abandon
22 ნოემბერი
ამ მანქანას სახელში „კობრა“ ტყუილად არ მურევია. სასტარტო მწვანე ნიშანზე, სწორედ „კობრას“ სტილში, ყალყზე შედგა, რამდენიმე ათეული მეტრი ასფალტი ფხაჭნა და ბოლოს ბეტონის ზღუდეს ჩაეხუტა...
ამერიკულ დრეგ რბოლების ტრასებზე „მუსტანგი“ და მისი დერივატივები იშვიათობა ნამდვილად არაა. მაგოგორც ამბობენ, ასეთ ტრიუკებს ეს ცხენი ადრე არ აკეთებდა. თუმცა, თუ მის შესაძლებლობებს გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ მასთან ხუმრობა არ შეიძლება: მექანიკური დამჭირხნით აღჭურვილი 5.4-ლიტრიანი V8 ძრავის სიმძლავრე 430-500 ცხენის ძალამდეა, მისი აჩქარება კი „ბუგატი ვეირონსაც“ შეშურდება - ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 1.52 წამში (ვეირონზე წამით ნაკლებში) შეუძლია, 160 კმ/სთ-ს კი 3.26 წამში აღწევს! თუმცა, „ბუგატის“ უპირსტესობა ისაა, რომ მისი „ვეირონი“ საგზაო სარგებლობისთვის ვარგისია, მფრინავი „მუსტანგი“ კი მხოლოდ დრეგ ტრასებისთვის გამოდგება...

ვიდეო

No comments:

Post a Comment