Aston Martin Sends Hydrogen-Burning Rapide S to
Racing!
ამ ავტომობილის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არავის გაუვრცელებია. თუმცა, პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ ექსპერიმენტული ავტომობილის ავზი, 3.5 კილოგრამ გაზისებრ წყალბადს იტევს, რაც საკმარისია იმისათვის, რომ 250 კილომეტრი სარბოლ რეჟიმში ი გაიაროს.
ექსპერიმენტის მიზანია, ყველას დაანახოს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, წყალბადზე მომუშავე ავტომობილების შექმნის საშუალებას იძლევა. ამასთან, „ელსეტ გლოუბლი“ ირწმუნება, რომ თუ ექსპერიმენტულ ავტომობილზე გამოყენებულ ტექნოლოგიები წარმოებაში დაინერგება, ეს ავტომობილს მხოლოდ 15 პროცენტით გააძვირებს.
ყველაფერთან ერთად, ექსპერიმენტული „რეპიდ S“ წყალბადს ფიჭურ ელემენტებში კი არ იყენებს, შიდაწვის ძრავში წვავს. ცნობისათვის, ფიჭურ ელემენტებში, წყალბადის მეშვეობით, ელემენტებში ელექტროენერგიის გამომუშავება ხდება, რომელსაც ჯერ ლითიუმ-იონურ ელემენტებში ინახავენ, შემდეგ კი ის ელექტროძრავს მიეწოდება.
ავტომობილს როგორც წყალბადზე, ასევე ბენზინზე და ორივეზე ერთად მუშაობა შეუძლია. წყალბადზე მუშაობისას, ის გამონაბოლქვის სახით მხოლოდ წყლის ორთქლს გამოჰყოფს.
12 აპრილი
„ასტონ მარტინმა“ და კომპანია „ელსეტ გლოუბლმა“,
რომელიც ახალ ტექნოლოგიებსა და ინჟინირინგზეა სპეციალიზებული, ერთობლივი პროექტი
წამოიწყეს, რომლის მიზანიც, სედან „რეპიდ S-ით“ ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში მონაწილეობაა.
ავტომობილი, რომლითაც ისინი რბოლაში ასპარეზობას გეგმავენ, პროტოტიპის სახით
არსებობს. ის წყვილ ტურბო კომპრესორიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ბენზინის
გარდა, წყალბადზე მუშაობაც შეუძლია.
ამ ავტომობილის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არავის გაუვრცელებია. თუმცა, პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ ექსპერიმენტული ავტომობილის ავზი, 3.5 კილოგრამ გაზისებრ წყალბადს იტევს, რაც საკმარისია იმისათვის, რომ 250 კილომეტრი სარბოლ რეჟიმში ი გაიაროს.
ექსპერიმენტის მიზანია, ყველას დაანახოს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, წყალბადზე მომუშავე ავტომობილების შექმნის საშუალებას იძლევა. ამასთან, „ელსეტ გლოუბლი“ ირწმუნება, რომ თუ ექსპერიმენტულ ავტომობილზე გამოყენებულ ტექნოლოგიები წარმოებაში დაინერგება, ეს ავტომობილს მხოლოდ 15 პროცენტით გააძვირებს.
ყველაფერთან ერთად, ექსპერიმენტული „რეპიდ S“ წყალბადს ფიჭურ ელემენტებში კი არ იყენებს, შიდაწვის ძრავში წვავს. ცნობისათვის, ფიჭურ ელემენტებში, წყალბადის მეშვეობით, ელემენტებში ელექტროენერგიის გამომუშავება ხდება, რომელსაც ჯერ ლითიუმ-იონურ ელემენტებში ინახავენ, შემდეგ კი ის ელექტროძრავს მიეწოდება.
ავტომობილს როგორც წყალბადზე, ასევე ბენზინზე და ორივეზე ერთად მუშაობა შეუძლია. წყალბადზე მუშაობისას, ის გამონაბოლქვის სახით მხოლოდ წყლის ორთქლს გამოჰყოფს.
No comments:
Post a Comment