Mercedes AMG Vision Gran Turismo is ready for
Gran Turismo 6
17 ნოემბერი
ასეთი რამ ავტო ინდუსტრიაში ალბათ პირველად ხდება,
ყოველ შემთხვევაში, ასეთი რეზონანსი მსგავს ამბავს ადრე არასდროს გამოუწვევია -
„მერსედს-ბენცმა“ სპეციალურად თამაშისთვის (სონის პლეისტეიშნ 3-თვის გრან ტურიზმო
6) სუპერ ავტომობილის კონცეპცია შეიმუშავა. სამწუხაროდ, სამქიმიანები ამ
ავტომობილის წარმოებას არ აპირებენ, თუმცა სპეციალურად, სანივეილში (კალიფორნია)
კვლევისა და განვითარების ახალი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, მის 1:1-ზე
მასშტაბის მოდელი დაამზადეს.
ვირტუალურ ავტომობილს ვირტუალურივე მონაცემები
აქვს. ის AMG-ს წარმოების 5.5-ლიტრიანი,
წყვილ ტურბოიანი V8 ძრავით, რომლის სიმძლავრეც 585 ცხენის ძალას,
მაბრუნი მომენტი კი 799 ნიუტონმეტრს აღწევს. სხვათა შორის, ეს S 63 AMG ძრავის მონაცემებია
და ის რეალურად არსებობს. ალუმინისა და კარბონის უხვარ გამოყენების წყალობით,
ავტომობილის (ვირტუალური) წონა 1385 კილოგრამია. შესაბამისად, ყოველ ცხენის
ძალაზე, ავტომობილის 2.4 კილოგრამი მოდის.
ძრავი წინაა განლაგებული და უკანა ბორბლებს
ატრიალებს. შესაბამისად, ავტომობილს გრძელი კაპოტი აქვს, რომელიც ზორბა რადიატორთან
და ეგრეთ წოდებული თოლიას ფრთის სტილის კარებთან ერთად, ლეგენდარულ 300 SL-ს
მოგვაგონებს. ამასთან, ავტომობილი აგრესიული, „დაკუნთული“ ფორმებით გამოირჩევა.
გარეგნობაში ერთ-ერთი ყველაზე ელემენტია რადიატორი, რომელშიც შუქდიოდური
ელემენტების ქსელია ჩართული, რომლებიც სხვადასხვა ფერში ანათებს და განსხვავებულ
ფიგურებს ხაზავს.
გერმანულ კომპანიას ვირტუალური ავტომობილის
ინტერიერის ფოტოები არ გამოუქვეყნებია, თუმცა რელიზში წერია, რომ სალონი ფორმულა
ერთის ტიპის კოკპიტს წარმოადგენს, რომელშიც ინტეგრალური სავარძლებია ჩასმული.
მაჩვენებლების დაფას, იმავე თოლიას ფრთის ფორმა აქვს, შუაზეა გაყოფილი და საჭის
ღერძის ორივე მხარესაა განლაგებული. ამ ყველაფრის სტილი ისეა შერჩეული, რომ ორივე
კარი, „თავისი“ დაფის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს.
აღსანაშნავია, რომ „გრან ტურიზმოს“ შემქმნელმა კაზუნორი
იამაუჩიმ ყველა დიდ საავტომობილო კომპანიას, მომავლის კუპეების შექმნა შესთავაზა, რომლებსაც
მე-6 თაობის თამაშში შეიყვანდა. ამ თამაში გამოსვლა, მისი დებიუტიდან 15 წლის
იუბილეს მიეძღვნა. „მერსედესის“ გარდა, თამაშისთვის ვირტუალური ავტომობილების
შექმნას „ასტონ მარტინი“, „ბერტონე“, „ჰონდა“, „ბეემვე“ და „პეჟოც“ გეგმავენ.
No comments:
Post a Comment