დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, November 17, 2013

ამერიკაში გამარჯვებით ფეტელმა ახალი რეკორდი დაამყარა

Motor racing-Vettel sets record with U.S. Grand Prix win
17 ნოემბერი
ოსტინის რბოლაზე სალაპარაკო მხოლოდ ისაა, რომ სებასტიან ფეტელმა ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა. და ისიც, რომ თუ ბრაზილიაშიც მოიგებს, ალბერტო ასკარის რეკორდს გაიმეორებს - ზედიზედ მოგებული ცხრა რბოლით. მაგრამ ასკარიმ ამას ორი სეზონის ჯამში მიაღწია.

რბოლას რაც შეეხება, მასში საინტერესო ბევრი არაფერი ყოფილა გარდა იმისა, რომ სტარტზე რომენ გროჟანმა შეძლო მარკ ვებერის ჩამოტოვება, რბოლის მიწურულს კი, კერძოდ კი ბოლო წრეზე, ფერნანდო ალონსომ, როგორც იქნა ნიკო ჰულკენბერგს გაასწრო, რომელიც ბედის ირონიით, მომავალ სეზონში შეიძლება პელოტონში ვერ ვიხილოთ, ან რომელიმე აუტსაიდერი გუნდის მანქანის საჭეს მიუჯდეს. ჰულკი თავადვე აღიარებს, რომ „ლოტუსში“ გადასვლის შანსი შეუმცირდა და აღარც „ზაუბერში“ დარჩენა გამოუვა.
ამჯერად ფეტელს დიდი უპირატესობით არ მოუგია. ფინიშთან მხოლოდ 6 წამით მიასწრო გროჟანს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მთელი რბოლის განმავლობაში, ფეტელს კონკურენტი არ ჰყოლია. მოკლედ, ამ სეზონში მე-12 რბოლა მოიგო და ერთიღა აკლია, რომ ლეგენდარული თანამემამულის, მიხაელ შუმახერის მიღწევა გაიმეოროს. ამერიკაში გამარჯვებით კი შუმახერისავე მიღწევა გადაფარა - შუმის ერთ სეზონში ზედიზედ შვიდი გამარჯვება აქვს მოპოვებული.
„სიტყვები არ მყოფნის, ეს დღეები დაუვიწყარია. არ არსებობს იმის გარანტია, რომ ყოველთვის ასე იქნება“, - ამ სიტყვებით მიმართა რადიოთი ფეტელმა ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ. გერმანელმა ოსტინის ტრეკზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. სხვათა შორის, კვალიფიკაციაში გამარჯვებასთან ერთად, „რედ ბულმა“ კიდევ ერთი რამ აღნიშნა - თავისი შეფის, კრისტიან ჰორნერის 40 წლის იუბილე.
ეს რბოლა იმითაც იყო საინტერესო, რომ ის მერვე ადგილზე დაასრულა „უილიამსის“ ფინელმა ახალბედა ვალტერი ბოტასმა. ეს იმ დროს, როდესაც მსგავსი მანქანით, პასტორ მალდონადო მე-17 ადგილს დასჯერდა.

აშშ-ის დიდი პრიზი
ოსტინი, დისტანცია 308.405 კმ (5.513 კმ, 56 წრე)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:39:17.148
2. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  +00:06.284
3. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     00:08.396
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         00:27.358
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  00:29.592
6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                00:30.400
7. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                        00:46.692
8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   00:54.509
9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   00:59.141
10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             01:17.278
11. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   01:21.004
12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)          01:24.574
13. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          01:26.914
14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               01:31.707
15. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                01:35.063
16. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           01:36.853
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1 წრე
18. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1 წრე
19. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1 წრე
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1 წრე
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   2 წრე
გ. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              56 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:39.856, 54-ე წრე


მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი - 372 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 227; 3. ლუის ჰამილტონი - 187; 4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) - 183; 5. მარკ ვებერი - 181; 6. ნიკო როსბერგი - 161; 7. რომენ გროჟანი - 132; 8. ფელიპე მასა - 106; 9. ჯენსონ ბატონი - 61; 10. პოლ დი რესტა - 48; 11. ნიკო ჰულკენბერგი - 47; 12. სერხიო პერესი - 41; 13. ადრიან სუტილი - 29; 14. დანიელ რიკიარდო - 19; 15. ჟან-ერიკ ვერნი - 13; 16. ესტებან გუტიერესი - 6; 17. ვალტერი ბოტასი - 4; 18. პასტორ მალდონადო - 1; 19. ჟიულ ბიანკი - 0; 20. შარლ პიკი - 0; 21. გიედო ვან დერ გარდე - 0; 22. მაქს ჩილტონი - 0; 23. ჰეიკი კოვალაინენი - 0

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბულ-რენო - 553 ქულა; 2. მერსედესი - 348; 3. ფერარი - 333; 4. ლოტუს-რენო - 315; 5. მაკლარენ-მერსედესი - 102; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 77; 7. ზაუბერ-ფერარი - 53; 8. ტორო როსო-ფერარი - 32; 9. უილიამს-რენო - 5; 10. მარუსია-კოსუორტი - 0; 11. კატერჰემ-რენო - 0

No comments:

Post a Comment