Motor racing-Rosberg leads Mercedes one-two in
practice
18 ივლისი
ახლახანს ნიკო როსბერგმა „მერსედესთან“ კონტრაქტი
რამდენიმე წლით გააგრძელა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მომდევნო სამ სეზონში 55 მილიონ
ევროს მიიღებს. მან ახლახანს დაბადების დღე აღნიშნა, შემდეგ გერმანიის საფეხბურთო
ნაკრებმა მსოფიო თასზე ტრიუმფით გაახარა, რასაც 29 პილოტის დაოჯახება მოჰყვა. და
ახლა მისი ჯერია - გერმანიის დიდ პრიზზე გამარჯვება სწყურია და ამ წყურვილის
დაოკება პარასკევის პირველივე მოთელვაზე, საუკეთესო დროის ჩვენებით დაიწყო.
სხვათა შორის, ჰოკენჰაიმზე გამარჯვება მისთვსაც და „მერსედესისთვისაც“
გამორჩეული იქნება, რადგან გერმანელ მრბოლს, გერმანული მანქანით გერმანიის დიდი
პრზი ბოლოს შორეულ 1939 წელს აქვს მოგებული (რუდოლფ კარაჩოლა, მერსედეს-ბენც W154).
როსბერგს გერმანიაში ჯერ არ გაუმარჯვია. არადა, „მერსედესის“ მანქანით ექვს
გამარჯვება აქვს მოპოვებული, რვა რბოლა პოულ პოზიციიდან დაიწყო და კვარცხლბეკზე 17-ჯერ
ავიდა.
პირველ პრაქტიკაზე როსბერგმა სულ რაღაც 0.065 წამით
აჯობა ლუის ჰამილტონს. შეგახსენებთ, რომ გუნდებმა გერმანიაში საკიდარის სისტემა FRIC-ის
გარეშე ასპარეზბა გადაწყვიტეს, რათა მათი პილოტების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ
არ დადგეს. თუმცა, ამის მიუხედავად, პელოტონში განლაგება არ შეცვლილა. სამქიმიანების
უკან ყველაზე სწრაფი ჯერჯერობით ფერნანდო ალონსოა, ვინც როსბერგს 0.292 წამით
ჩამორჩა.
კვლავ იასპარეზა სუზი ვოლფმა, რომელმაც ამჯერად 22 წრის
გავლა შეძლო და მე-15 დრო დააფიქსირა. ამასთან, გაცილებით გამოცდილ თანაგუნდელ ფელიპე
მასას მხოლოდ 0.227 წამით ჩამორჩა. სხვათა შორის, ვოლფის გამოსვლა არც ამჯერად
ყოფილა უპრობლემო - ტრასაზე გამოსვლამდე მის მანქანაზე ერთ-ერთი სენსორი
გაჭირვეულდა...
გერმანიიიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:19.131
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:19.196
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:19.423
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:19.423
4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:19.697
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:19.833
6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:20.097
7. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 1:20.105
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:20.210
9. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:20.337
10. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი) 1:20.505
11. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:20.542
12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:20.586
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:20.592
14. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:20.598
15. სუზი ვოლფი (ბრიტანთი, უილიამსი) 1:20.769
16. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, ზაუბერი) 1:20.782
17. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:21.603
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:21.854
19. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი) 1:22.572
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:22.982
21. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი) 1:23.256
22.
მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 1:23.299
No comments:
Post a Comment