დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, April 12, 2013

„ფორდმა“ ახალი „ექსპლორერი“ ელაბუგაშიც გამოუშვა

Ford Begins Production of the Latest Explorer SUV in Russia
12 აპრილი

„ფორდმა“ ახალი „ექსპლორერის“ წარმოება ელაბუგას (თათრეთის რესპუბლიკა) ქარხანაში დაიწყო. ამ სრულგაბარიტიანი უგზოობის ავტომობილის 23-წლიან ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მას „ფორდ“ შტატებს გარეთ აწარმოებს. კომპანის „სოლერსის“ ქარხნის მთელი პროდუქცია ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი.

ამერიკული კომპანიის განცხადებით, აქამდე აშშ-ის ფარგლებს გარეთ მხოლოდ „ექსპლორერს“ ეგრეთ წოდებული სახრახნისისმიერი წარმოება ხდებოდა. ამ დროს, ავტომობილი ნაწილობრივ აწყობილი სახით, მაკომპლექტებლებთან ერთად მიეწოდებოდა დანიშნულების ადგილს, სადაც მას საბოლოო სახეს აძლევდნენ.
„მალე რუსეთი ევროპის უდიდესი ბაზარი გახდება, რაც გაყიდვების ზრდის უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა. ჩვენ მოველით, რომ იქ უგზოობის ავტომობილების გაყიდვები კვლავ გაიზრდება, რადგან იქაური მყიდველი, მკაცრი კლიმატის და არასახარბიელო გზების გამო, სწორედ ამ ტიპის ავტომობილების შეძენას ამჯობინებს“, - ამბობს „ფორდ სოლერსის“ მთავარი აღმასრულებელი ტედ კენისი.
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ „ექსპლორერის“ წარმოების დაწყების გამო, „სოლერსის“ ელაბუგას ქწარხანაში, სადაც 1500 ადამიანი მუშაობს, დამატებით 500 თანამშრომელს აიყვანს. პარალელურად, ამერიკის ბაზრისთვის „ექსპლორერის“ წარმოებას ისევ ჩიკაგოს ქარხანა გააგრძელებს. ცნბისათვის, იქ წარმოებული ავტომობილები მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. მათ შორის კანადაში, მექსიკაში, საუდის არაბეთში და მალე ის ჩინეთშიც შევა.

No comments:

Post a Comment