დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, October 7, 2013

ფრანკიტის ავარია ჰიუსტონში

Franchitti and spectators injured in IndyCar crash
7 ოქტომბერი
ინდიქარ-ის ჰიუსტონის რბოლის მიწურულს, მძიმე ავარია შეემთხვა ინდი 500-ის სამგზის გამარჯვებულსა და ინდიქარ-ის ოთხგზის ჩემპიონს, შოტლანდიელ დარიო ფრანკიტის. ჩიპ განასის გუნდის 40 წლის ვეტერანი, მაღალი სიჩქარით მოსახვევის გავლისას, უკნიდან იაპონელი ტაკუმა სატოს მანქანას შეეჯახა. შეჯახება ბორბლებით მოხდა, რამაც ფრანკიტის მანქანა ჰაერში ააფრიალა და ბეტონის კედლის თავზე აღმართულ დამცავ ბადეზე მიაგდო. მანქანმ რამდენიმე ბრუნი შეასრულა, ბადეც მოარღვია და ტრასაზე პრაქტიკულად დაშლილი დაეცა. შემთხვევამ, ფრანკიტის გარდა, 13 მაყურებელი და ერთი ტრასის თანამშრომელიც დააზიანა.
ექიმებმა ფრანკიტის ტვინის შერყევა, ორი ნეკნის და ტერფის მოტეხილობა, ასევე ხერხემლის ტრავმა დაუდგინეს. ფეხზე ოპერაცია მაშინვე გაუკეთეს, ხერხემალზე კი ოპერაციის საჭიროება არ არსებობს. ჰიუსტონის ჰოსპიტალში თავისი პილოტი განასიმ მოინახულა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს განუცხადა, დარიოს ველაპარაკე და მართალია, ფეხი და ზურგი სტკივა, მაგრამ საერთო ჯამში კარგად არისო.
აღსანიშნავია, რომ ავარია სატოს შეცდომამ განაპირობა. ბოლო წრეზე, ერთ-ერთ მოსახვევში სატომ, ვინც რბოლა პოულიდან დაიწყო, ძლივს დაიმორჩილა მანქანა, რა დროსაც მას რამდენიმე მეტოქემ გაასწრო. ფრანკიტი გარედან გასწრებას ცდილობდა, როცა იაპონელს კვლავ შეექმნა მართვის პრობლემები. მისი მანქან ტრაექტორიას გასცდა და უკნიდან მთელი სიჩქარით მომავალი ბრიტანელის მანქანას გზა გადაუღობა... რბოლის შემდგომ სატომ განაცხადა, რომ მართვაში პრობლემები მაშინ შეექმნა, როცა ტრასაზე ნამსხვრევები შენიშნა.
რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, ტრასის თანამშრომელი და ორი მაყურებელი ჰოსპიტალში გადასაყვანი გახდა, დანარჩენები კი ტრასის სამედიცინო პუნქტშივე გასინჯეს და გამოწერეს.
P.S. ბოლო ინფორმაციით, ფრანკიტი ჰიუსტონის ჰოსპიტალში რამდენიმე დღე დარჩება, რის შემდეგაც მას ინდიანაპოლისის ჰოსპიტალში გადაიყვანენ, სადაც საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაუტარდება.

ვიდეო


No comments:

Post a Comment