დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, February 26, 2015

„გლიკენჰაუსი“ სარბოლო SCG 003-ს ჟენევაში წარადგენს

Glickenhaus SCG 003 racer set for Geneva debut
26 თებერვალი
„სკუდერია კამერონ გლიკენჰაუსი“, ამერიკელ მაგნატ ჯეიმს გლიკენჰაუსის კომპანია, ჟენვის მოტორ შოუზე თავის ახალ სუპერ ავტომობილს, SCG 003-ს წარადგენს. ეს გლიკენჰაუსის მესამე, ყველაზე გამორჩეული პროექტია, რომლის სარბოლო ვერსიითაც, ის მონაწილეობას ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში მიიღებს.


ავტომობილი LMP1/LMP2 კლასების პროტოტიპების სტილშია შესრულებული. მის დამზადებაში მონაწილეობა რამდენიმე ატელიემ მიიღო. მაგალითად დიზაინი ტურინულმა ატელიე „გრანსტუდიომ“ შეიმუშავა, პლატფორმა კი საინჟინრო კომპანია „პოდიუმ ენჯინიარინგმა“ და პაოლო კატონემ დაამზადეს. სხვათა შორის, კატონე ლე მანის გამარჯვებული პროტოტიპის, „პეჟო 908-ს“ შემუშავებაშიც მონაწილეობდა.

სუპერ ავტომობილ SCG 003-ს სარბოლო ვერსია, „ჰონდას“ წარმოების 3.5-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6 ძრავით აღიჭურვება, საგზაო ავტომობილის ბაზაში კი წყვილ ტურბოიანი V12 ძრავი განლაგდება. ამ ეტაპზე, ორივე აგრეგატის მახასიათებლები უცნობია. თუმცა როგორც გლიკენჰაუსი იქადნის, მის ახალ ავტომობილს, სიმძლავრის და წონის დაახლოებით ისეთივე ფარდობა ექნება, როგორიც „კიონიგსეგ ვან:1-ს“ (1 ცხ.ძ 1 კგ-ზე) აქვს.

როგორც გლიკენჰაუსი ამბობს, პროექტი SCG 003 დევიზით, „მცირე მეტია“ შეიქმნა. ავტომობილი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მონოკოკურ შასიზეა აგებული. რაც შეეხება ფასს, საგზაო ვერსია 1.6 მილიონი გირვანქა სტერლინგი ეღირება, სარბოლო ვერსიის ფასი კი 750 000 გირვანქა სტერლინგი იქნება.

No comments:

Post a Comment