Rolls-Royce 4x4 codenamed Cullinan
27 თებერვალი
„როლს-როისმა“ ახლახანს მიიღო უგზოობის მოდელის
წარმოების გადაწყვეტილება. და ახალ პროექტს კოდურ სახელად „ქალინენი“ უწოდა. ამ
სახელით, კაცობრიობის ისტორიაში აღმოჩენილი უდიდესი ალმასია ცნობილი. თუმცა
სავარაუდოდ, ავტომობილი ამ სახელით არ გამოვა. ალმასი კი სამხრეთ აფრიკაში 1905
წელს აღმოაჩინეს და ის ინგლისის დედოფლის სკიპტრაზეა გამოყენებული.
„როლს-როისმა“ უგზოობის ავტომობილის წარმოების
გადაწყვეტილება, თავის აქციონერებს, პოტენციურ მომხმარებლებს, თანამშრომლებს, მიმწოდებლებს
და მედიას, ღია ერთგვერდიანი წერილით შეატყობინა, რომელსაც ხელს კომპანიის მთავარი
აღმასრულებელი ტორსტენ მიულერ-ოტვოსი და თავმჯდომარე პეტერ შვარცენბაუერი აწერენ.სხვათა შორის, უგზოობის ავტომობილის გამოშვებას მიულერ-ოტვოსი პროტეჟირებს, რომელსაც ეს იდეა თავიდანვე მოეწონა და კომპანიის მენეჯერებს მისი ბიზნეს გეგმის შედგენა დაავალა. უგზოობის ავტომობილის წარმოება სავარაუდოდ 2017 წელს დაიწყება.
No comments:
Post a Comment