FIA approves Manor's Formula 1 return on new 2015
entry list
27 თებერვალი
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატს მე-11 გუნდი დაემატა.
უფრო სწორედ, დაუბრუნდა - საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA),
ბრიტანულ „მენორს“, რომელიც გასულ სეზონებში „მარუსიას“ სახელით გამოდიოდა, ახალ
სეზონში ასპარეზობის უფლება მისცა. ამგვარად, დიდი შანსია იმისა, რომ მელბურნში,
პირველი ეტაპის სტარტზე, 20 მანქანა დადგება.
FIA-ს ეს გადაწყვეტილება, მასა და „მენორს“ შორის მოლაპარაკებებს
მოჰყვა, რომელთა დროსაც, ფედერაციას სურდა იმის გარანტია მიეღო, რომ ბრიტანულ გუნდს
ფინანსებთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები არ ექნებოდა.
მართალია, „მენორს“ არანაირი კავშრი აღარ აქვს „მარუსიას“ ყოფილ მფლობელებთან, მაგრამ
სამწუხაროდ, მანქანს შასისთვის სახელის გამოცვლას ვეღარ შეძლებს, რადგან ამ
შემთხვევაში, კომერციული შემოსავლებიდან წილის მიღების უფლებას დაკარგავს.
ეს კი 30 მილიონი გირვანქა სტერლინგია, რაც გუნდმა ჟიულ
ბიანკის მიერ მონაკოში დაკავებული მეცხრე ადგილისთვის დაიმსახურა. იქ მიღებული ორი
ქულით, კონსტრუქტორთა პირველობაზე „მარუსია“ მეცხრე ადგილზე გავიდა და ეს 30
მილიონად დაუფასდა.
„მენორმა“ უკვე გააფორმა კონტრაქტი უილ სტივენსთან,
მეორე პილოტის ვინაობა კი ჯერჯერობით უცნობია. „მენორი“ მელბურნისთვის შარშანდელ
მანქანას ამზადებს, რომელსაც მოდიფიკაცია ჩაუტარდება, რათა ახალი ტექნიკური
რეგლამენტის დაკმაყოფილება შეძლოს. ახალ მანქანას კი სეზონის მსვლელობისას
შეიმუშავებს.
2015 წლის სეზონის მონაწილე გუნდები და პილოტები
მერსედეს-ბენც გრან პრი ლიმიტდ
ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, 44)
ნიკო როსბერგი (გერმანია, 6)
რედ ბულ რეისინგ ლიმიტდ
დანიელ რიკარდო (ავსტრალია, 3)
დანილ კვიატი (რუსეთი, 26)
უილიამს გრან პრი ენჯინიარინგ ლიმიტდ
ფელიპე მასა (ბრაზილია, 19)
ვალტერი ბოტასი (ფინეთი, 77)
ფერარი Spa
სებასტიან ფეტელი (გერმანია, 5)
კიმი რაიკონენი (ფინთი, 7)
მაკლარენ რეისინგ ლიმიტდ
ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, 14)
ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, 22)
ფორს ინდია ფორმულა 1 ტიმ ლიმიტდ
ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, 27)
სერხიო პერესი (მექსიკა, 11)
სკუდერია ტორო როსო Spa
მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, 33)
კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, 55)
ლოტუს F1 ტიმ ლიმიტდ
რომენ გროჟანი (საფრანგეთი, 8)
პასტორ მალდონადო (ვენესუელა, 13)
ზაუბერ მოტორსპორტ AG
მარკუს ერიკსონი (შვედეთი, 9)
ფელიპე ნასრი (ბრაზილია, 12)
მენორ გრან პრი რეისინგ Ltd
უილ სტივენსი (ბრიტანეთი, ნომერი არ აქვს)
მეორე პილოტი უცნობია
No comments:
Post a Comment