დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, February 26, 2015

ფ1-ში მონცას მომავალი გაურკვეველია

'No room for mistakes' to save Italian Grand Prix
26 თებერვალი
არაა გამორიცხული, რომ მალე ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში მონცას რბოლა აღარ შეიტანონ. მილანის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქის ავტოდრომს, ფ1-თან კონტრაქტი 2016 წელს უმთავრდება და შესაძლებელია, ის აღარც გაგრძელდეს. ყოველ შემთხვევაში, ამას არ გამორიცხავს ბერნი ეკლსტოუნი, ვინც ახლანდელი კონტრაქტის პირობებით ძალიან უკმაყოფილოა.

სიტუაციას ეგრეთ წოდებული „სტაბილურობის კანონპროექტი“ ართულებს, რომლის მიღებასაც იტალიის პარლამენტი გეგმავს. როგორც ირკვევა, მისი ამოქმედების შემთხვევაში, მონცას ტრეკის მფლობელები, 20 მილიონი ევროს ოდენობის საგადასახადო შეღავათებს დაკარგავენ, რაც მათს ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
იტალიის საავტომობილო კლუბის პრეზიდენტი ანჯელო სტიკი დამიანი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იტალიის დიდი პრიზის შესანარჩუნებლად. თუმცა იმასაც აღიარებს, რომ სიტუაცია ძალიან რთულია.

„მონცა ფორმულა ერთში უძველესი ტრეკია და მისი დაკარგვა არავის სურს. მდგომარეობა კომპლექსურია და ძალიან რთული. შემიძია ვთქვა, რომ მცირე შეცდომის უფლებაც არ გვაქვს. ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის რომ მიზანს მივაღწიოთ. მიზანი კი ისაა, რომ მონცა იტალიის დიდი პრიზის მასპინძელი იყოს 2017-2020 წლებში“.

No comments:

Post a Comment