EcoMotors Signed a $200 Miliion Deal With China
to Build Two-Strokers
ქარხნის წლიური წარმადობა 150 ათასი იქნება.
ამასთან, საპროექტო სიმძლავრის სრულად ათვისება ერთ წელიწადში იგეგმება.
წარმოებული ძრავების ნაწილს „ჟონდინ პაუერი“ თავის ქსელში გაიტანს, ნაწილს კი - „ეკომოტორსი“.
ოღონდ, რა პროპორციით გაინაწილებენ ისინი წარმოებულ პროდუქციას, დაუზუსტებელია.
12 აპრილი
ამერიკული კომპანია „ეკომოტორსი“, სრულიად ახალი
ტიპის, შემხვედრ დგუშიან ძრავებს ჩინეთში გამოუშვებს. ამისათვის, კომპანია „ჟონდინ
პაუერთან“ ერთობლივი საწარმო შეიქმნება. ახალ ქარხანას პროვინცია ანჰოიში ჩინური
კომპანია ააშენებს, „ეკომოტორსი“ კი მის ეკიპირებას უზრუნველყოფს. გამოცემა „ავტომოტივ
ნიუსის“ ინფორმაციით, ორივე მხარე ამ პროექტში 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას
გაიღებს.
„ეკომოტორსის“ მთავარი აღმასრულებელი დონ რუნკლი, ვინც
ადრე „ჯენერალ მოტორსსა“ და საავტომობილო მაკომპლექტებლების მწარმოებელ „დელფიში“
მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, ამბობს, რომ მის კომპანიას ახალი ტიპის ძრავზე წინასწარი
შეკვეთები, რამდენიმე ჩინური კომპანიისგან აქვს მიღებული. უფრო მეტიც, ის ირწმუნება,
რომ შემხვედრ დგუშიანი დიზელის ძრავები სერიულ ავტომობილებზე ძალიან მალე გამოჩნდება.
და ამ საქმეში პიონერები ჩინური კომპანიები იქნებიან.
ადრე დიდმა კომპანიებმა ასეთი ძრავების გამოყენებაზე
უარი იმის გამო თქვეს, რომ მათი გამონაბოლქვი დიდი რაოდენობით მავნე ნივითიერებებს
შეიცავს. მაგრამ რუნკლი ამბობს, რომ „ეკომოტორსის“ ძრავები თანამედროვე მოთხოვნებს
სრულად აკმაყოფილებს და თანამედროვე შიდაწვის ძრავებზე 30 პროცენტით ეკონომიურებია.
ადრინდელ კონსტრუქციებში, შემხვედრ დგუშიანი
ძრავების ცილინდრებს ვერტიკალური განლაგება ჰქონდა. „ეკომოტორსის“ აგრეგატებში კი
ცლინდრებს ჰორიზონტალური მდგომარეობა უკავია. ასეთ ძრავებში, ერთმანეთისადმი
შემხვედრი მიმართულებით მოძრავი დგუშები, მათ შორის წვის კამერას ქმნიან, რომლის
მოცულობაც თანდათან მცირდება. კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ ძრავის ცილინდრების
ბლოკს თავი არ აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ძრავი საფრანგეთში ჯერ კიდევ 1907
წელს დააპატენტეს.
„ეკომოტორსმა“
თავისი პირველი ორცილინდრიანი ოპოზიტური ძრავი 2009 წელს შეიმუშავა. ეს იყო დიზელის
აგრეგატი 325 ცხენის ძალას და 900 ნიუტონმეტრს ავითარებდა. ამის შემდეგ, პროექტით
თვით ბილ გეიტსიც კი დაინტერესდა, რომელმაც ტექნოლოგიის განვითარებისთვის 23.5 მილიონი
დოლარი გაიღო.
No comments:
Post a Comment