Buick Wildcat Design Concept Wants To Take On the
BMW Z4 and Jaguar F-Type
26 დეკემბერი
ერთადერთი მიზეზი, რამაც ცოტა ხნის წინ, „ჯენერალ
მოტორსის“ ერთ-ერთი უძველესი ბრენდი - „ბიუიკი“ გაუქმებას გადაარჩინა, ჩინეთში მისი
პოპულარობაა. სტატისტიკა გვეუბნება, რომ ჩინეთში ამ მარკის თითქმის ოთხჯერ მეტი ავტომობილი
იყიდება, ვიდრე ამერიკაში. კონკრეტულად, ცისქვეშეთში „ბიუიკმა“ შარშან 700 000
ავტომობილი გაჰყიდა.
ამერიკაში ნაკლები პოპულარობა, სამოდელო გამის
სიმწირითაა გამოწვეული. თანაც, „ბიუკი“ ძირითადად „ოპელის“ მოდელების მისეულ
ვერსიებს აწარმოებს. მის პაკეტში არც ეგრეთ წოდბული „ჰალო ქარი“ შედის, რომელიც ბრენდის
იმიჯს ამოსწევდა. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ „ბიუიკმა“ მალე გადაწყვიტოს, რომ
მხოლოდ ჩინურ ბაზარზე დამოკიდებულად ყოფნა, შორეულ პერსპექტივაში კარგს არაფერს
მოუტანს და საკუთარი პროგრამის გამრავალფეროვნებაზე ზრუნვა დაიწყოს.
ამ ზრუნვის დასაწყებად შესანიშნავი საშუალება იქნებოდა
ისეთი ავტომობილი, როგორიც კონცეპტუალური სახით, ბოსტონლმა დამოუკიდებელმა დიზაინერმა
მარკ სენგერმა შეიმუშავა. უფრო მეტიც, მან კომპანიის საწარმოო პროგრამის
გადახალისების საკუთარი ხედვაც წარმოადგინა. სხვათა შორის, სენგერი თურმე ხშირად
იმეორებს, რომ დეტროიტში გადაბარგების იმედს არასდროს კარგავს. და არაა
გამორიცხული, რომ ორიგინალური კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „ბიუიკ უაილდქეტი“,
ამერიკის საავტომობილო დედაქალაქში მისი საგზური გახდეს.
რაც შეეხება კონცეპტს, სახელი „უაილდქეტი“ კომპანია
„ბიუიკმა“ პირველად თავის 1954 წლის კონცეპტუალურ სპორტულ მოდელზე გამოიყენა, რომელსაც
შუშა-ბოჭკოვანი კომპოზიტისგან დამზადებული ძარა ჰქონდა. სენგერის „გარეული კატა“ ორადგილიანი
როდსტერია, რომელიც პროექტის შესაბამისად, მექანიკურ დამჭირხნიანი V8 ძრავით უნდა
აღიჭურვოს, რათა კონკურენცია გაუწიოს ისეთ ავტომობილებს, როგორებიცაა „ბეემვე Z4“
და „იაგუარ F-ტაიპი“.
სენგერი ამბობს: „შესაძლოა, ბევრმა ჩათვალოს, რომ
ეს ავტომობილი თავისი ხასიათით, უფრო „კადილაკს“ შეესაბამება, მაგრამ „ბიუიკს“ ის
უფრო სჭირდება და თანაც, თავისი ფორმით, ის ამ ბრენდის ხასიათსაც უკეთ ერგება. თუ „ბიუიკს“
ახალგაზრდა მყიდველის მოზიდვა სურს, მაშინ სწორედ ამ კონცეპტის სულისკვეთებით უნდა
იმოძრაოს“.
ვინ იცის, „ბიუიკი“ თუ არა, შესაძლოა სხვა,
მცირესერიული წარმოების მქონე კომპანია მაინც დაინტერესდეს ამ ორიგინალური
ავტომობილით, რომელსაც იმავე ჩინეთში თაყვანისმცემელი არ მოაკლდება.
No comments:
Post a Comment