BMW 100th Anniversary Concept Rendered
5 ივნისი
სამი წელიც და „ბეემვეს“, რომელიც 1916 წელს ფრანც
პოპმა დააარსა, საუკუნე შეუსრულდება. მაგრამ ზოგს მიაჩნია, რომ ბავარიული
კომპანია, კარლ ფრიდრიხ რაპის დაარსებულია, რომელმაც სამი წლით ადრე ჩამოაყალიბა „რაპ
მოტორენვერკე“, კომპანია, რომელიც საავიაციო ძრავებს აწარმოებდა, შემდგ კი „ბეემვედ“
გადაკეთდა.
მოკლედ, საავტომობილო დიზაინერმა დეჟან ჰრისტოვმა გადაწყვიტა,
სწორედ რაპისთვის და მისი კომპანიისთვის ეცა პატივი და ამასთან დაკავშირებით,
შეიმუშავა საიუბილეო კონცეპტუალური ავტომობილი „ბეემვე 100 ანივერსარი კონცეპტ“,
რომელიც ჯერ მხოლოდ კომპიუტერული მოდელის სახით არსებობს.
„პროექტზე მუშაობისას, მთავარი იდეა მდგომარეობდა
იმაში, რომ „ბეემვეს“ მთელი ისტორია მოგვეცვა, მის ყველა ფასეულობას შევხებოდით,
ყველა მოდელის თავისებურება გაგვეთვალისწინებინა და ეს ყველაფერი, ერთ ავტომობილში
აგვესახა“, - განმარტავს ჰრისტოვი.
ავტომობილი ორადგილიანი ბარკეტაა. მას აქვს
აგრესიული გარეგნობა და ამ აგრესიულობას განსაკუთრებით რადიატორი გამოხატავს. ის
ერთი მთლიანი დეტალია, რომელშიც ბავარიული კომპანიის საფირმო ორი „თირკმელია“
მოთავსებული. მანქანის წინა ნაწილში ასიმილირებულა ბამპერი, რომლის კვალსაც ძნელად
თუ მიაგნებთ. სხვათა შორის მსგავსი ფორმის რადიატორის ფორმაზე ბავარიელი დიზაინერები
ექსპერიმენტებს 1960-იან და 1970-იან წლებში ატარებდნენ.
კონცეპტუალურ ავტომობილს აქვს მეორე მსოფლიო ომამდელი
სტილის კარები, რომლებიც ძარის უკანა ნაწილს ეყრდნობა. კაპოტი კი პირიქით, კარების
საპირისპიროდ იღება. კონცეპტუალურ ავტომობილს აქვს დამალული უსაფრთხოების რკალები,
რომლებიც ხიფათის წარმოქმნის შემთხვევაში, ოპტიმალურ პოზიციას იკავებს და მძღოლის
და მისი ერთადერთი მგზავრის თავებს გაუფრთხილდება.
სხვათა შორის, უკვე არაერთხელ თქმულა, რომ „ბეემვეს“
გამა ორადგილიან სუპერ ავტომობილს მოისაკლისებს. „ბეემვე 100 ანივერსარი კონცეპტს“
სწორედ ამ ნაკლის გამოსწორება შეუძლია...
No comments:
Post a Comment