დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, June 5, 2013

„ფორდის“ ერთლიტრიანი ეკობუსტი ისევ წლის საუკეთესო ძრავია

Ford Wins Engine of the Year Award for the Second Time
5 ივნისი
„ფორდის“ 1.0-ლიტრიანი სამცინიდრიანი ეკობუსტ ძრავი, ზედიზედ მეორედ დასახელდა წლის საუკეთესო ძრავად. ამასთან, კონკურსის 15-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ცისფერი ოვალის პატარა ძრავმა, რეკორდულად ბევრი საკონკურსო ქულა დააგროვა. ამავე ძრავმა, 1.0-ლიტრიანი და უფრო პატარა ძრავების კატეგორიაშიც საუკეთესოს წოდება მოიპოვა.

ძრავი არნახული ეფექტურობით გამოირჩევა, რასაც მასზე რამდენიმე მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენება განაპირობებს. კერძოდ, ის აღჭურვილია საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემით, ტურბო კომპრესორით, ასევე ცვალებადი ფაზების მქონე გაზგამანაწილებელი სისტემით. საერთო ჯამში, სიმძლავრის და მომენტის ზრდის პარალელურად, საწვავის ხარჯიც შემცირდა და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობაც.
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ აღნიშნულ ძრავზე მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, კიოლნის (გერმანია) ქარხანაში წარმოებას ზრდის. აგვისტოდან ეს ქარხანა დღიურად 1000 ცალ სამცილინდრიან აგრეგატს გამოუშვებს. აღსანიშნავია, რომ ამ ძრავს, პატარა „ფიესტასა“ და „ფოკუსის“ გარდა, ასევე „B-მაქსზე“ და „C-მაქსზე“ იყენებენ. მალე კი მას „მონდეოზე“, „ტრანზიტსა“ და „ტურნეოზეც“ დააყენებენ. სამცილინდრიანიეკობუსტით აღჭურვილი ავტომობილები, ჯერ მხოლოდ ევროპასა და აზიაში იყიდება, თუმცა მათ მალე ამერიკის ბაზარზეც შეიტანენ.
„ისეთ ძველ ტექნოლოგიაზე, როგორიც შიდაწვის ძრავია, ძალიან ძნელია ტექნოლოგიური გარღვევის მიღწევა. ჩვენმა გუნდმა ამ ძრავით სწორედ გარღვევა მოახდინა. ამ პატარა სამცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი მანქანა უნდა მართო, რომ თავად გამოსცადო, რამდენად მძლავრია ის და რამდენად ეკონომიური“, - ამბობს „ფორდის“ ვიცე პრეზიდენტი ჯოი ბაკაჟი, ვინც ძალური დანადგარების გლობალურ შტოს კურირებს.
კონკურსის ჟიურიში, 35 ქვეყნის 87 ჟურნალისტი შედის, რომლებიც საავტომობილო თემაზე არიან სპეციალიზებულნი. ისინი მხედველობაში ღებულობენ კონკურსზე წარდგენილი ძრავების მართვადობას, წარმადობას, ეკონომიურობას, დახვეწილობას და იმას, თუ რამდენად ფართოდაა დანერგილი წარმოებაში. ყველა ამ მაჩვენებლით, სამცილინდრიანი ეკობუსტი ყველაზე გამორჩეული გამოდგა.
„ფორდი“ სულ მესამე კომპანიაა, რომლის აგრეგატმაც ზედიზედ შეძლო ამ პრესტიჟული კონკურსის მოგება. მის გარდა, ამ ძრავს ასევე მოგებული აქვს გერმანულ ჟურნალ „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ მიერ დაწესებული, პაულ პიტჩის სახელობის ჯილდო ტექნოლოგიური ინოვაციისთვის, ასევე ჟურნალ „პოპულარ მექანიკსის“ ტექნოლოგიური გარღვევის ჯილდო და ბრიტანთის სამეფო ავტო კლუბის „დევარ ტროფი“.
1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავი, „ფორდის“ კვლევისა და განვითარების ცენტრებში შეიმუშავეს, რომლებიც გერმანიის აახენსა და მერკენიხში, ასევე ბრიტანეთის დანტონში მდებარეობს. კიოლნის გარდა, მას კრაიოვას (რუმინეთი) ქარხანშაიც აწარმოებენ. ამ ავტომობილით უკვე აღიჭურვა უახლესი ქროსოვერი „ეკოსპორტი“, რომელიც ჩინეთსა და ინდოეთში იყიდება. მალე კი მას ჩრდილოეთ ამერიკისთვის განკუთვნილ „ფიესტაზეც“ დააყენებენ.

No comments:

Post a Comment