Alpine to Follow Porsche 911 Recipe
5 ივნისი
ლეგენდარულ „ალპინ110-ის“ გაყიდვებს „რენო“ 2016 წელს
დაიწყებს. ავტომობილის შემუშავებაში ბრიტანული კომპანია „კატერჰემიც“ მონაწილეობს,
რომელიც ამ ავტომობილის საკუთარ ვერსიას გამოუშვებს. ფრანგული კომპანია, უფრო
კონკრეტულად კი მისი მტავარი დიზაინერი ლორენს ფან დენ აკერი იმედოვნებს, რომ განახლებული
„ალპინი“ ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც „პორშე 911-ია“.
„ჩვენ გვჭირდება, რომ „ალპინისთვის“ 911-ის მსგავსი
წარმატებული მოდელი შევქმნათ. ეს თუ შევძელით, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება
შესაძლებელი ჩვენი „პანამერასა“ და „კაიმანის“ გამოშვება. მთავარია, ის გზა
გავიაროთ, რომელიც „პორშემ“ დაარსებიდან გამოიარა. სწორედ ეს იქნება ჩვენი ახალი ბრენდისთვის
ყველაზე წარმტებული ფორმულა“, - ამბობს ჰოლანდიელი სპეციალისტი.
ახალ „ალპინზე“ ჯერ ძალიან ცოტა ინფორმაციაა ცნობილი.
როგორც „რენოს“ მთავარი საოპერაციო დირექტორი კარლოს ტავარესი ამბობს, სპორტული
ავტომობილი უნდა შეესაბამებოდეს როგორც კონსერვატიული გემოვნების, ასევე
ახალგაზრდა მყიდველის მოთხოვნებს. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი 2.0-ლიტრიანი
ოთხცილინდრიანი ტურბოძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 280 ცხენის ძალას
მიაღწევს. სპორტული ავტომობილის ფასი 60 000 ევროს ფარგლებში იქნება.
No comments:
Post a Comment