დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, June 6, 2013

ასეთი იქნება „ჰიუნდაის“ ტესტ ცენტრი ნურბურგრინგზე

Hyundai Previews Nurburgring Test Center
6 ივნისი
„ჰიუნდაიმ“ გამოაქვეყნა ნურბურგრინგზე თავისი მომავალი ტესტ ცენტრის პროექტის ორი ფოტო. ცენტრი უკვე აგვისტოდან ამოქმედდება და ის დიდ როლს შეასრულებს კორეული კომპანიის ავტომობილების სრულყოფის საქმეში. ცენტრი ოთხსართულიანი იქნება, რომელშიც VIP კლიენტურისთვის დპრციალური პავილიონია გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, ცენტრს ექნება საოფისე და საინჟინრო სივრცე.

„ჰიუნდაი“ ამ ახალი ცენტრის რამდენიმე ძირითადი დანიშნულებით გამოყენებას გეგმავს. კორეული კომპანიის განცხადებით, ნურბურგრინგზე ტესტების წყალობით, ახალი ავტომობილების დახვეწის პროცესი დაჩქარდება. სპეციალური შტატი იმუშავებს გამძლეობაზე ტესტების პროგრამით. ცენტრს იმის შესაძლებლობა ექნება, რომ რამდენიმე კვირაში, ავტომობილებს 180 000 კილომეტრის სატესტო პროგრამა ჩაუტაროს, რომლის დროსაც, ყველა იმ პირობების სიმულირება მოხდება, რომლებიც ავტომობილს ყოველდღიური ექსპლუატაციის დროს ხვდება.
რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნურბურგრინგზე „დასახლება“ იმის უტყუარი ნიშანია, რომ კორეული კომპანია, თავისი ძირითადი მოდელების ბაზაზე, მათი ტემპერამენტიანი ვერსიების შექმნას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ძირითადი მოდელების მართვადობა და სხვა ტექნიკური მახასიათებლები.
დაკიდევ: „ხარისხი „ჰიუნდაის“ ერთ-ერთი ძირითადი ფასეულობაა, რითაც მომხმარებლის კმაყოფილებას ვაღწევთ. ნურბურგრინგი განსაკუთრებული ადგილია, სადაც ავტომობილის გამძლეობაზე ტესტირება შეიძლება. აქ მიღებული მონაცემები, ავტომობილების სრულყოფის პროცესში ფასდაუდებელი იქნება. ეს ცენტრი, ჩვენს სატესტო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის, ეს ყველაფერი კი მოგებაში მომხმარებელს დატოვებს, რომელიც ჩვენგან მაღალი ხარისხის, კარგი მონაცემების მქონე ავტომობილს შეიძენს“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორ იუროპის“ უფროსი ვიცე პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ალან რუშფორტი.

No comments:

Post a Comment