დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, November 29, 2013

გენერლების შეფს „კადილაკ ელმირაჟი“ მოსწონს

GM Boss Says Elmiraj Is the Car Cadillac Needs, Hints at Production Model
29 ნოემბერი
პებლ ბიჩის (კალიფორნია) ელეგანტურობის წლევანდელ ფესტივალზე, „კადილაკმა“ თავისი მორიგი კონცეპტუალური შედევრი, სახელად „ელმირაჟი“ წარადგინა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. მაგრამ „ჯენერალ მოტორსს“ მის წარმოებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია. არადა, ამერიკული გიგანტის ვიცე პტრეზიდენტმა, ბობ ფერგიუსონმა, ვინც იმავდროულად, ბრენდ „კადილაკის“ შეფიცაა, განცხადა, ეს ავტომობილი საკმაოდ პრაქტიკულია იმისათვის, რომ კონვეიერზე დავაყენოთო. მაგრამ მას შემდეგ, „ელმირაჟი“ დავიწყებას მიეცა.
მაგრამ ახლახანს, „ჯენერალ მოტორსის“ ჩრდილოამერიკული ოპერაციების პრეზიდენტმა მარკ როისმა განაცხადა, „ელმირაჟი“ ის ავტომობილია, რომელიც „კადილაკს“ ყველაზე მეტად სჭირდებაო. მისი თქმით, ფლაგმანი მოდელი, რომელმაც „კადილაკის“ გამა უნდა დაამშვენოს, აუცილებელი არაა, რომ იყოს ოთხკარიანი სედანი. ყურადღების მისაქცევად და ავტორიტეტის ჩამოსაყალიბებლად, „ელმირაჟის“ მსგავსი კუპეს გამოშვებაც საკმარისი იქნებაო. თუ არა, თავისუფლად შეიძლება ამ კონცეპციის ბაზაზე, ოთხკარიანი სააღმასრულებლო სედანის გამოშვება.
როისი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და არც იმას ამბობს, თავად მხოლოდ სურვილი გამოთქვა, თუ „კადილაკის“ მომავალ ფლაგმანზე გააკეთა მინიშნება, რომელიც შესაძლოა, მალე ვიხილოთ. არაა გამორიცხული, რომ დეტროიტში გენერლებმა სწორედ „ელმირაჟის“ თემის გაგრძელება გვიჩვენონ.
შეგახსენებთ, რომ პებლ ბიჩში წარდგენილი „კადილაკ ელმირაჟი“ 4.5-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც წყვილი ტურბო კომპრესორის დახმარებით, 500 ცხენის ძალას და 678 ნიუტონმეტრს ავითარებს. სალონი კი უმაღლესი ხარისხის მასალებითაა გაწყობილი და მის ეკიპირებაში თანამედროვე ელექტრონული სისტემები შედის.

No comments:

Post a Comment