Sebastian Vettel's Formula 1 best still to come,
reckons Red Bull
29 ნოემბერი
ფორმულა ერთს სებასტიან ფეტელი ჯერ საუკეთესო
ფორმაში არ უნახავს - ამბობს „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი. ფეტელმა ახლახანს
მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა და თანაც, გასული სეზონის მეორე
ნახევარში შეუდარებელი იყო - ზედიზედ ცხრა რბოლაში გაიმარჯვა, სულ კი სეზონის 19
ეტაპიდან 13 მოიგო. და მაინც, ჰორნერი დარწმუნებულია, რომ ფეტელს პიკისთვის ჯერ არ
მიუღწევია.
„მემგონი, თვითონაც არ სჯერა იმის, რასაც უკვე
მიაღწია. ერთ სეზონში ზედიზედ ცხრა რბოლის მოგება ისტორიული მოვლენაა. თანაც, ივლისის
შემდეგ ერთადერთი პილოტია, ვინც რბოლებს იგებდა. ეს მართლაც განსაკუთრებული
მიღწევაა. ტრეკზე ის დომინანტი ფიგურაა. წელს ის სრულყოფილ პილოტად ჩამოყალიბდა.
მაგრამ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მოუმატებს. მოკლედ, საუკეთესო ფეტელი ჯერაც
არ გვინახავს და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია“, - ამბობს ჰორნერი.ჰორნერი არც თავისი გუნდის თითოეულ წევრს ივიწყებს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ფეტელის ტრიუმფში: „ჩვენ უფრო ზუსტად, ბევრს და გაცილებით ეფექტურად ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს. ედრიან ნიუიმ და მთელმა გუნდმა ურთულესი სამუშაო შეასრულეს. ვერცერთ დეპარტამენტს განსაკუთრებულად ვერ გამოვყოფ. ყველა მათგანი უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. მათი მხარდაჭერა რომ არა, ამდენს ვერ მივაღწევდით. ეს ის გმირები არიან, რომლებსაც ვერ ხედავთ და რომლებზეც არაფერი გსმენიათ. სწორედ ისინი ასრულებენ იმ სამუშაოს, რომლის წყალობითაც, ჩვენი მანქანა ყოველთვის სხვებზე სწრაფია და რომელიც სებასტიანს გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალებას აძლევს“.
No comments:
Post a Comment