Bentley Ponders Creation of In-House
Coachbuilding Service
16 ივლისი
საავტომობილო მრეწველობის გარიჟრაჟზე გავრცელებული
იყო ბიზნესის სახეობა - ქოუჩბილდინგი, რომლის არსიც, ეგრეთ წოდებულ შიშველ შასიზე
სხვადასხვა ფორმის ძარების აწყობა იყო. პრინციპში, ამ ბიზნესს სათავე ჯერ კიდევ
მანამ (მე-17 საუკუნეში) დაედო, სანამ ადამიანი ავტომობილს გამოუშვებდა -
ავტომობილამდე ქოუჩბილდერები კარეტებზე მუშაობდნენ და ბევრი მათგანი ნამდვილ
შედევრებსაც კი ქმნიდა.
მაგრამ მასობრივ წარმოებაზე გადასვლამ ეს ტრადცია
წარსულს დაუტოვა. ქოუჩბილდერების ადგილი დიზაინზე ორიენტირებულმა ატელიეებმა
დაიკავეს და ავტოინდუსტრიის გამრავალფეროვნებასა და განვითარებაში დიდი წვლილიც
შეიტანეს. მაგრამ დღეს, როცა კონკურენცია ისეთ სეგმენტშიც კი, როგორიც ლუქს და
სუპერ ავტომობილების წარმოებაა, არნახულად გამკაცრდა, დღის წესრიგში ისევ
ქოუჩბილდინგი ბრუნდება..
უფრო სწორედ, ეს ბიზნესი აქა-იქ ჯერ კიდევ
შეგხვდბათ, მაგრამ მალე მას დდ კომპანიებიც დაუბრუნდებიან. მათ შორის პირველი კი შესაძლოა,
„ბენტლი“ იყოს. ბრიტანულ კომპანიაში სპეციალური ცენტრის შექმნას აპირებენ, რომელიც
კლიენტის სურვილის შესაბამისად, „ბენტლის“ ამათუიმ შასის ინდივიდუალურ ძარას
დაადგამს. პრინციპში, მსგავსი მეთოდით უკვე მუშაობენ „ფერარი“, „ლამბორგინი“ და
„მაკლარენი“, რომლებიც კლიენტების დაკვეთით, ინდივიდუალურ პროექტებს ახორციელებენ,
რომელთა უმეტესობაც, საზოგადოებისთვის გაუმხლელელი რჩება.
რა თქმა უნდა, თუ „ბენტლი“ ექსკლუზიური ძარების
წარმოებას დაიწყებს, ეს მის კლიენტებს, ვინც ასეთი ძარის შეძენას ისურვებს, ძალიან
ძვირი დაუჯდება. თუმცა, მარკეტოლოგების გათვლით, მსოფლიოში საკმარისზე მეტია ასეთი
ავტომობილის მუშტარი, რომლისთვისაც „ზედმეტი“ 7 მილიონი დოლარის ძვირფას
სათამაშოში გადახდა რიგითი მოვლენაა.
გამოცემა „ავტოექსპრესთან“ საუბრისას, „ბენტლის“
გაყიდვების და მარკეტინგის განყოფილების საბჭოს წევრმა, კევინ როუზმა განაცხადა: „მე
მომწონს ეს იდეა. ეს დაახლოებით ისეთივე რამაა ავტოინდუსტრიაში, რაც ჰოტ კუტიური
მოდაში. ბევრს გაახარებს იმის პერსპექტივა, რომ ავტომობილს მხოლოდ მისთვის შექმნიან.
გადავხედოთ ჩვენი კომპანიის ადრეულ პერიოდს - ჩვენ ვაწარმოებდით შასის და მყიდველი
თავად არჩევდა ძარებს, რომლებსაც ბევრი ფირმა ამზადებდა. ოდესღაც მარტო ლონდონში 50
ძარის მწარმოებელი მუშაობდა“.
No comments:
Post a Comment