დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 16, 2014

„მაზდა“ ახალ MX-5-ს სექტემბერში გაგვაცნობს

September reveal for all-new Mazda MX-5
16 ივლისი
„მაზდამ“ გამოაცხადა, რომ სრულიად ახალ, მეოთხე თაობის როდსტერ MX-5-ს სექტემბერში გაგვაცნობს. პირველი ჩვენება ერთდროულად მსოფლიოს სამ ქალაქში ჩატარდება. ერთი უკვე ცნობილია - ბარსელონა (ესპანეთი). დანარჩენი ორი წარდგენა კი იაპონიასა და და აშშ-ში გაიმართება. მოგვიანებით, ახალი ორადგილიანი პატარა როდსტერი ფართო საზოგადოების წინაშე, პარიზის მოტორ შოუზე წარსდგება.
აღსანიშნავია, რომ „მაზდა“ თავისი პოპულარული როდსტერის წარდგენას სხვადასხვა სახით კარგა ხანია, აწარმოებს. ასე მაგალითად, ცალკე გაგვაცნო მისი საკიდარი (ნუ იორკის ავტო შოუზე), ტრანსმისია და ბოლოს შასი, რომელიც გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე წარადგინა. იქ გამოჩნდა, რომ ავტომობილი ტრადიციულ, უკანა ამძრავიან შეთანწყობას ინარჩუნებს.
რა თქმა უნდა, ავტომობილზე გამოყენებულია „მაზდას“ საფირმო ტექნოლოგია „სკაიექტივი“. ავტომობილს მამოძრავებელ ძალას ოთხცილინდრიანი ძრავი მიანიჭებს. ესაა „მაზდა3-ის“ 2.0-ლიტრიანი სკაიექტივი, რომლის სიმძლავრეც 118 ცხენის ძალას შეადგენს. გამაში ასევე 1.5-ლიტრიანი ატმოსფერული აგრეგატებიც შევა, რომელთა სიმძლავრე 99 და 111 ცხენის ძალა იქნება.
ჯერჯერობით არავინ იცის, როგორი გარეგნობა ექნება ახალ MX-5-ს. თუმცა, იაპონური კომპანიის ბრიტანული დიზაინ ცენტრის შეფ პიტ ბირთუაისტლს ნათქვამი აქვს, რომ ახალი ავტომობილი, ახლანდელთან შედარებით, უფრო წახნაგოვანი ფორმებით იქნება გამორჩეული. ამასთან, მასში „მაზდა3-ის“ და „მაზდა6-ის“ გარკვეულ ელემენტებს გამოიყენებენ.

No comments:

Post a Comment