Big Range Rover and Range Rover Sport Updated for
2015MY
16 ივლისი
„ლენდ როვერმა“ თავისი ორი პოპულარული ლუქს კლასის
უგზოობის ავტომობილი - „რეინჯ როვერი“ და „რეინჯ როვერ სპორტი“ განაახლა.
ამიერიდან, მყიდველებს ინდივიდუალიზაციის მეტი საშუალება ექნებათ, რაც სალონის
ფერთა გამის და მასალების არჩევანის გაფართოებაში გამოიხატება. ახალია ბორბლები
(19, 21 და 22-დუიმიანი), SDV8 დიზელის ძრავი კი 40 ნიუტონმეტრით მეტ მაბრუნ
მომენტს გამოიმუშავებს.
მოდიფიკაციის შემდეგ, 4.4-ლიტრიანი V8 დიზელის
მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 740 ნიუტონმეტრია (1700 ბრ/წთ-დან). სიმძლავრე არ
შეცვლილა და ისევ 339 ცხენის ძალაა. ყველაზე მეტად, მაბრუნი მომენტის მატება
მეხუთედან მერვე გადაცემამდე უფრო სწრაფ (6.5 პროცენტით) აჩქარებაში აისახა.
ხელუხლებელი არც ZF-ის 8-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი (8HP70) დარჩა, რომელსაც
ჰიდროტრანსფორმატორი გაუუმჯობესეს, რათა გაზრდილი მომენტი უკეთ აითვისოს. ამ
ყველაფრის მიუხედავად, უცვლელი დარჩა საწვავის ხარჯი და გამონაბოლქვში
ნახშირორჟანგის შემცველობა.
სიახლეებს შორისაა ავტომობილის გარშემო, მის ძირზე
მოთავსებული ნათურები, რომლებიც გზაზე „რეინჯის“ შუქ-ანარეკლს ტოვებს. პანორამული
სახურავი ფიქსირებულია. ინფოტაინმენტის სისტემა „ინკონტროლი“, სმარტფონის და ანდროიდის
დახმარებით, ავტომობილთან შორიდან დაკავშირებაში და მის კონტროლში დაგეხმარებათ.
სმარტფონის და სალონში არსებული მულტიმედიური სისტემის სინქრონიზაცია, ბევრ საქმეს
გაგიადვილებთ.
სისტემა „ინტელიჯენტ კარგო მოუდ“, სალონის საბარგულად
გადაკეთებაში დაგეხმარებათ - როცა უკანა სავარძლებს დაკეცავთ, წინები ავტომატურად
წინ წაიწევს და დამატებით ადგილს გამოათავისუფლებს. როგორც კი დაკეცილი სავარძლები
სირტყეს შექმნიან, წინები ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდება.
განახლებულ
„რეინჯებზე“ შეკვეთების მიღებას „ლენდ როვერი“ ბრიტანეთში 16 ივლისს დაიწყებს.
No comments:
Post a Comment