დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, August 2, 2014

„ფერარი“ ელექტრო-ტურბინულ ძრავებს ქმნის

Ferrari Plans Electrically-Driven Turbo: Report
2 აგვისტო
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ფერარი“ ისეთ ტურბო ძრავის შესაქმნელად მუშაობს, რომელსაც ელექტრო ძრავით აღჭურვილი ტურბო კომპრესორი ემსახურება. იტალიურ კომპანიას სურს, რომ ელექტრო ძრავის დახმარებით, მთლიანად აღმოფხვრას ეგრეთ წოდებული ტურბო ლაგი, რომელიც ჩვეულებრივ ტურბო ძრავებს ახასიათებს და აქსელერატორზე ძრავის რეაგირების დაგვიანებაში აისახება.
ამგვარი სისტემა პირველი არაა. „აუდიმ“ მსგავსი ტექნოლოგია უკვე გამოიყენა კონცეპტუალურ RS5 TDI-ზე, „მერსედეს AMG-ს“ ძრავების განვითარების შეფმა იოხენ მარტინ შმიდმა კი დაადასტურა, რომ მისი კომპანია ელექტრული ტურბო დამჭირხნების გამოყენების მიზანშეწონილებას განიხილავს. „ფერარის“ სურს, რომ ელექტრული ტურბოს გამოყენებით, თავისი ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობის დაახლოებით 20 პროცენტით შემცირებას იმედოვნებენ.

ამჟამად „ფერარის“ ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობა 270 გრამია ყოველ კილომეტრზე. მარანლოელები გეგმავენ, რომ ეს მაჩვენებელი წელიწადში საშუალოდ სამი პროცენტით შეამცირონ. ამას კი ტურბინიზაციით და ჰიბრიდიზაციით მიაღწევენ. ამ მიმართულებით, მათი პირველი ნაბიჯი (თუ არ ჩავთვლით ფლაგმან „ლაფერარის“) არის ახალი „კალიფორნია T“, რომელიც 3.8-ლიტრიანი V8 ტურბო ძრავით აღიჭურვა. ამ ძრავის სიმძლავრე 560 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 755 ნიუტონმეტრი. ამ აგრეგატის დახმარებით, „კალიფორნია T-ს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 3.6 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ზე მეტია.
ახალი ელექტრული ტურბო კომპრესორების დახმარებით, „ფერარის“ ძრავებს სიმძლავრეც მოემტება და საწვავის ხარჯიც შეუმცირდება. მეორე ავტომობილი, რომელიც ტურბო ძრავით აღიჭურვება, მალე „458 იტალია“ გახდება, რომელზეც ატმოსფერულ 4.5-ლიტრიან V8-ს, „კალიფორნია T-ს“ ტურბო აგრეგატი შეცვლის. თუმცა, მთელი ამ ტურბინიზაციის მიუხედავად, „ფერარი“ არ აპირებს V12 ძრავებზე უარის თქმას.

No comments:

Post a Comment