Wraps Come Off Nissan’s BladeGlider Concept in
Tokyo, will be Produced
21 ნოემბერი
„ნისანის“ კონცეპტუალური კუპე „ბლეიდგლაიდერი“
ახალი სიტყვაა საავტომობილო ინდუსტრიაში. სარბოლო „დელტაუინგის“ მსგავსად, მას
მოკლე წინა კვალი და ჩვეულებრივი უკანა კვალი აქვს. სარბოლ ტრეკზე ასეთმა აგებულებამ
გაამართლა და იაპონურმა კომპანიამ გადაწყვიტა, ის საერთო სარგებლობის გზებზეც
გამოეყვანა. სწორედ ასეა - ეს კონცეპტუალური პროექტი იმისთვის არ შექმნილა, რომ ტოკიოს
მოტორ შოუზე ჩვენების შემდეგ კომპანიის სხვა კონცეპტების სადგომზე მიეჩქმალათ. „ნისანს“
მისი წარმოება აქვს გადაწყვეტილი. და ეს ინფორმაცია ტოკიოში გამოაქვეყნა.
ავტომობილი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ შასიზეა
აგებული. კონსტრუქციის თავისებურების გამო, წონის უმეტესი ნაწილი (70 პროცენტი) უკანა
ბორბლებზე მოდის, თუმცა როგორც იაპონური კომპანია ირწმუნება, ავტომობილი ადვილად
სამართავია და მანვრულობითაც გამოირჩევა. ეს მისმა სარბოლმა წინამორბედმა ტრეკზე დაამტკიცა.
„ბლეიდგლაიდერი“ ელექტრომობილია, რისი წყალობითაც,
მას კარგი აჩქარება შეუძლია - ელექტრო ძრავი პირველივე ბრუნიდან ავითარებს
მაქსიმალურ მაბრუნ მომენტს. „ნისანი“ თავისი კონცეპტუალური ავტომობილის
ტემპერამენტის მახასიათებლებს არ აქვეყნებს, თუმცა ირწმუნება, რომ ამ ავტომობილის
მართვით, ადრენალინის ჭარბი დოზა გარანტირებული გაქვთ.
ავტომობილის კიდევ ერთი საინტერესო თვისებას მის
ინტერიერში ნახავთ. ის სამადგილიანია. ამასთან, მძღოლის სავარძელი წინ და ცენტრშია
მოთავსებული, მის უკან კი, ორივე მხარეს, კიდევ ორი სავარძელი მდბარეობს. ასეთი
განლაგება, რომელიც ლეგენდარული „მაკლარენ F1-ის“ ანალოგიურია, „ბლეიდგლაიდერის“
აგებულების შედეგია. გარდა ამისა, მანქანას ეგრეთ წოდბული გილიოტინის ტიპის კარები
აქვს, რომლებიც გაღებისას, სამივე სავარძელს ადვილად მისაწვდომს ხდის.
ვიწრო ცხვირის წყალობით, ავტომობილი ჰაერისადმი შემცირებული
წინააღმდეგობითაც გამოირჩევა, რაც სწორ მონაკვეთებზე მაღალი სიჩქარის აკრეფის
საშუალებას იძლევა. ტოკიოში წარდგენილ ავტომობილს სახურავი არ აქვს და ის შეიძლება
როდსტერის ტიპს მივაკუთვნოთ. თუმცა, „ნისანი“ მის დახურულ, კუპე ვერსიასაც გამოუშვებს.
No comments:
Post a Comment