Adrian Newey Rumored to Design an Infiniti
Supercar
15 ივლისი
ფორმულა ერთის ზედიზედ ოთხი საჩემპიონო ბოლიდის
გარდა, „რედ ბულის“ ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ ორი ვირტუალური პროექტითაც
დაგვამახსოვრა თავი. ოღონდ ორივე - „რედ ბულ X2014“ და „რედ ბულ X1“ ვიდეოთამაშ
„გრან ტურიზმოსთვის“ არის განკუთვნილი და რეალობაში მხოლოდ მათი მაკეტები
არსებობს.
ცნობილია, რომ ნიუის პროექტებზე მუაობისას
მაქსიმალური თავისუფლება უყვარს და ეს ორი სწორედ ასეთი პროექტია. ორივე
შემთხვევაში, გენიალურ ინჟინერს არანაირი რეგლამენტი არ ზღუდავდა და მანაც ისეთი
ავტომობილები შეიმუშავა, როგორებსაც მაგალითად, ფ1-ში რეგლამენტის არარსებობის
შემთხვევაში გააკეთებდა.
ახლახანს მან „რედ ბულთან“ კონტრაქტი გააგრძელა,
რომლის შესაბამისადაც, ერთი სეზონის შემდეგ, ფ1-ის გუნდს მხოლოდ კონსულტაციებით
შეეწევა (თუ საჭირო გახდა, უფრო მეტსაც გააკეთებს), დანარჩენ დროს კი სპეციალურ
ტექნიკურ ცენტრში მუშაობას გა სხვადასხვა (არამხოლოდ საავტომობილო) პროექტებს
დაუთმობს. ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, მან შესაძლოა „ინფინიტისთვის“ სუპერ
ავტომობილის შემუშავებას უხელმძღვანელოს.
„ედრიანი მოწადინებულია, რომ რამე ახალი გააკეთოს.
და ჩვენ აქტიურად ვეძებთ „რედ ბულთან“ ტექნლოგიური შესაძლებლობების გადაკვეთის
წერტილებს“, - „ტოპ გიართან“ საუბრისას განაცხადა „ნისანის“ აღმასრულებელმა ვიცე
პრეზიდენტმა ენდი პალმერმა. კითხვაზე, არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ნიუიმ „ინფინიტისთვის“
სუპერ ავტომობილი შეიმუშაოს, პალმერი პასუხობს: „ყურადღება მიაქციეთ ამ არეალს“.
როგორც ცნობილია, „რედ ბული“ უკმაყოფილოა იმ
ძრავით, რომლითაც მას დიდი ხნის პარტნიორი „რენო“ ამარაგებს. იმავდროულად, ფ1-ის
ტექნიკური რეგლამენტით, ძრავების სრულყოფის პროცესი გაყინულია. გამოსავალი შეიძლება
იყოს სხვა მიმწოდებელზე გადასვლა. მაგალითად „ინფინიტიზე“, რაც იმავე „რენოს“ ტექნოლოგიური
შესაძლებლობების გამოყენებით, საფუძვლიანდ მოდიფიცირებული ძრავის გამოყენების
საფუძველს შექმნის. თუმცა, არც მცირე მოდიფიკაციებით ძრავისთვის სახელის
გადარქმევა იქნება ადვილი. სრულიად ახალი აგრეგატის შემუშავება კი ხარჯებთანაა
დაკავშირებული.
არის მეორე ვარიანტიც: იაპონური კომპანია აჟამად ლე
მანის რბოლაში, უმაღლეს კატეგორია LMP1-ში დაბრუნებას ცდილობს. ამ კლასში კი
დაახლოებით ისეთსავე აგრეგატებს იყენებენ, როგორსაც ფ1-ში. და სულაც არ იქნება
გასაკვირი, თუ მალე „რედ ბულის“ კოკპიტზე წარწერა „ნისმო“ გაჩნდეს. და რა შუაშია აქ
ნიუი? იაპონურ კომპანიას მისი ნიჭი სარბოლო პროტოტიპის შექმნაში გამოადგება...
„ლე
მანის პროტოტიპებს სრულიად განსხვავებული აეროდინამიკა აქვთ. ამ კლასში გამოსვლით
ჩვენ არამხოლოდ ჩვენს შესაძლებლობებს გავაფართოებთ, არამედ ახალი იდეების
აკუმულირების საშუალებაც მოგვეცემა. ეს კი ნებისმიერ სფეროში ჩვენს შესაძლებლობებს
გაზრდის“, - ამბობს პალმერი და არ გამორიცხავს, რომ მისმა კომპანიამ სარბოლი პროტოტიპის
საგზაო ვერსიაც გამოუშვას.
No comments:
Post a Comment