Porsche Panamera Facelift Gets New LWB, 410HP
Turbo V6 and Plug-in Hybrid Variants
„S E-ჰაიბრიდის“ საწვავის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 3.1 ლიტრია. ამასთან, ეს ავტომობილი უფრო სწრაფიცაა - ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 5.5 წამი ჰყოფნის. მაქსიმალური სიჩქარე კი 270 კმ/სთ-ს აღწევს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ავტომობილს მარტო ელექტროენერგიის ხარჯზე, დაახლოებით 36 კილომეტრის გავლა შეუძლია, ამ დროს კი მისმა მაქსიმალურმა სიჩქარემ შეიძლება 135 კმ/სთ-ს მიაღწიოს. ელემენტების სრულად დამუხტვას ორსაათნახევარი სჭირდება. ამისთვის იყენებენ ავტომობილში ინტეგრირებულ დამმუხტველს და „პორშეს“ სტანდარტულ უნივერსალურ დამმუხტველს, რომლითაც ელემენტები საყოფაცხოვრებო შტეპსელიდან ოთხ საათში იმუხტება.
3 აპრილი
„პორშემ“ განახლებული „პანამერას“ ფოტოები და
ტექნიკური მახასიათებლები ინტერნეტით გაავრცელა. კოსმეტიკური ცვლილებების გარდა, დიდი
სიახლე, ავტომობილის გამაში პლაგ-ინ ჰიბრიდული და გრძელბაზიანი ვერსიების, ასევე
ტურბო V6 ძრავით აღჭურვილი S და 4S ვერსიის დამატებაა. ამასთან, მყიდველს გრძელბაზიან
„პანამერას“ ორი სააღმასრულებლო დონის სახით შესთავაზებენ.
„პორშეს“ განცხადებით, ახალი „პანამერას“ ოჯახი
მთლიანობაში საწვავს უფრო ეკონომიურად მოიხმარს. განსაკუთრებით კი ამ მხრივ,
პლაგ-ინ ჰიბრიდული ვერსია „S E-ჰაიბრიდი“ გამოირჩევა. ის ჩვეულებრივზე დაახლოებით 56
პროცენტით ეკონომიურია. მის აღჭურვილობაში შევიდა ელექტროძრავი, რომლის
მაქსიმალური სიმძლავრე 95 ცხენის ძალას აღწევს (წინა ჰიბრიდის ელექტრო ძრავზე
თითქმის ორჯერ ძლიერია). ის ენერგიას ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან
ღებულობს, რომლის ტევადობაც 9.4 კილოვატსაათია. ეს თითქმის ხუთჯერ მეტია წინა
ჰიბრიდული მოდელის ტევადობაზე. ჰიბრიდულ სისტემაში, პარალელურ რეჟიმში ასევე
მუშაობს ბენზინის V6 ძრავი, რომელიც 316 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.„S E-ჰაიბრიდის“ საწვავის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 3.1 ლიტრია. ამასთან, ეს ავტომობილი უფრო სწრაფიცაა - ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 5.5 წამი ჰყოფნის. მაქსიმალური სიჩქარე კი 270 კმ/სთ-ს აღწევს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ავტომობილს მარტო ელექტროენერგიის ხარჯზე, დაახლოებით 36 კილომეტრის გავლა შეუძლია, ამ დროს კი მისმა მაქსიმალურმა სიჩქარემ შეიძლება 135 კმ/სთ-ს მიაღწიოს. ელემენტების სრულად დამუხტვას ორსაათნახევარი სჭირდება. ამისთვის იყენებენ ავტომობილში ინტეგრირებულ დამმუხტველს და „პორშეს“ სტანდარტულ უნივერსალურ დამმუხტველს, რომლითაც ელემენტები საყოფაცხოვრებო შტეპსელიდან ოთხ საათში იმუხტება.
სააღმასრულებლო მოდელები ახალი სიტყვაა „პანამერას“
ისტორიაში. მათ გამო, ჩვეულებრივი „პანამერას“ ბორბლებს შორის ბაზა 150 მილიმეტრით
დაგრძელდა. ამის წყალობით, უკანა სავარძლების წინ ადგილი გაფართოვდა, რაც უფრო
კომფორტულ გარემოს ქმნის. ასეთი დაგრძელებული ვერსიები „ტურბო“ და 4S მოდელებისთვისაც
ხელმისაწვდომი იქნება. სალონში მეტ სივრცესთან ერთად, ასეთ ავტომობილებს სვლის სირბილეც
გამოარჩევს.
ახალია 3.0-ლიტრიანი V6 წყვილ ტურბოკომპრესორიანი
ძრავიც, რომელიც „პანამერა S-ზე“ და „პანამერა 4S-ზე“ 4.8-ლიტრიან V8-ს ცვლის. ახალ
ძრავს ასევე „პანამერა 4S ექსეკუტივის“ მყიდველსაც შესთავაზებენ. აგრეგატი 420
ცხენის ძალას და 520 ნიუტონმეტრს ავითარებს, რაც 4.8-ლიტრიან V8-ს შესაბამის
მონაცემებზე 20 ცხ.ძ-ით და 20 ნიუტონმეტრით მეტია. მალე გერმანული კომპანია დიზელის
აგრეგატსაც შეცვლის, რომლის ნაცვლადაც, მყიდველს 300-ცხენისძალიანი აგრეგატით
აღჭურვილ ავტომობილებს შესთავაზებს.
„პანამერას“ ვერსიების უმეტესობა, 7-საფეხურიანი
ნახევრად ავტომატური კოლოფებით (PDK) კოლოფებითაა აღჭურვილი, რომლებსაც ძრავთან ორდსკოიანი
ქურო აკავშირებს. პლაგ-ინ ჰიბრიდულ და დიზელის „პანამერებზე“ ასევე შესაძლებელია 8-საფეხურიანი
„ტიპტრონიკ S-ის“ დაყენება. „პანამერას“ გამაში კიდევ ერთი სიახლეა თხევადკრისტალური
განათება, რომელსაც შეკვეთის შემთხვევაში დააყენებენ.
რაც შეეხება გარეგნულ კოსმეტიკურ ცვლილებებს, ისინი
უმნიშვნელოა. მაგალითად, შეიცვალა წინა ფარების და ბამპერის მოყვანილობა, გაიზარდა
ჰაერის ამღებების ფართი, შეიცვალა მოხვევის ციმციმების ფორმები, უკანა ფარები
თხევადკრისტალურია, ახალია უკანა კარები და სანომრე ნიშა.
სახეშეცვლილი „პორშე პანამერას“ და მისი მთელი განახლებული
ოჯახის მსოფლიო პრემიერა შანჰაის მოტორ შოუ „ავტო ჩაინაზე“ გაიმართება. მის
გაყიდვებს კი გერმანული კომპანია ივლისში დაიწყებს. გერმანიაში ფასები 81 849
ევროდან დაიწყება.
No comments:
Post a Comment