New BMW X4 Concept: First Official Photos Surface
Online
4 აპრილი
„ბეემვე“ შანჰაის მოტორ შოუზე, პირველად გვიჩვენებს
თავის უახლეს ავტომობილს, სპორტულ ქროსოვერ X4-ს, რომელიც რეალურად, წინასერიული
ავტომობილი კი არის, მაგრამ მის კონცეპტუალურობას ხაზს გარეგნობაში ქრომირებული დეტალების
სიმრავლე და ალუმინის უზარმაზარი ბორბლები უსვამს. ჩამოთვლილი წვრილმანების გარდა,
ავტომობილის ექსტერიერი კონვეიერამდე ბევრი არაფრით შეიცვლება.
X4 პოპულარულ X6-ის მომცრო ვერსიაა და ბავარიული
კომპანია მასაც იმავე აბრევიატურით - SAC (სპორტს ექტივიტი კუპე) გვთავაზობს. და
თუ უფრო დიდი ავტომობილი X5-ის პლატფორმაზეა ბაზირებული, X4-ის ბაზისად X3
გამოიყენეს. ოღონდ, ძარას უფრო სპორტული პროფილი აქვს, რასაც პირველ რიგში, უკნისკენ
დახრილი სახურავი განაპირობებს.
„ბეემვეს“ მთავარ აღმასრულებელ ნორბერტ რაიტჰოფერს
ნათქვამი აქვს, რომ X4-ის სიგრძე 4 6148 მილიმეტრი, სიგანე 1915 მილიმეტრი,
სიმაღლე კი 1622 მილიმეტრი, ანუ საბაზო X3-ზე განიერი და დაბალი იქნება. ის ბენზინის და დიზელის
ტურბო კომპრესორიანი ოთხ და ექვსცილინდრიანი ძრავებით აღიჭურვება, რომლებსაც X3-ზე
იყენებენ. სავარაუდოდ, შანჰაის შოუს გახსნამდე (20 აპრილს იწყება), „ბეემვე“
ინფორმაციის მორიგ ულუფას შემოგვთავაზებს.
No comments:
Post a Comment