A Mild Restyle for 2014 Dacia Duster SUV
28 აგვისტო
„რენოს“ ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე კარგად გაყიდვად
ავტომობილს, უგზოობის საბიუჯეტო „დაჩია დასტერს“ განახლების დრო დაუდგა და
რუმინულმა კომოპანიამაც მას პირველი ფეისლიფტი ჩაუტარა. განახლებული ავტომობილის
მსოფლიო პრემიერა, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება. მანამდე კი კომპანიამ
ავტომობილის პირველი ფოტოები გაავრცელა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ავტომობილი ოდნავ
შეიცვალა. განახლებულია წინა ფარები და რადიატორი, რის შემდეგაც, „დასტერი“ იმ
კონცეპტუალურ „რენ Dქროსს“ დაემსგავსა, რომელიც ფრანგულმა კომპანიამ სან პაულუს
(ბრაზილია) შარშანდელ მოტორ შოუზე წარადგინა. მართალია, ფარებმა უწინდელი მოხაზულობა
თითქმის შეინრჩუნა, მაგრამ განახლებულ „დასტერზე“ ის სამი სეგმენტისგან შედგება.
მათგან ერთი სეგმენტი დღის განათებას ემსახურება.
რადიატორის ცხაური ორადაა (ბამპერით) გაყოფილი.
ზედა, უფრო მომცრო ნაწილს ორი ქრომირებული განივი ზოლი გასდევს, რომლებზეც მცირე
ჰაერის ამღებების მსგავსი ფიგურები მოუთავსებიათ. საერთო ჯამში, რადიატორმა
ავტომობილს უფრო აგრესიული იერი მიანიჭა. სახურავზე ბარგის სამაგრი ძელებია,
რომლებსაც წარწერა Duster ამშვენებს. უკანა ნაწილში ცვლილებები უფრო უმნიშვნელოა.
ოდნავ შეცვლილია უკანა ფარები, გამოსაბოლქვი მილი.
„რენოს“ განახლებული „დასტერის“ ინტერიერის ფოტოები
არ გამოუქვეყნებია, თუმცა სავარაუდოდ, იქ გაცილებით მეტი ცვლილებაა. უფრო
დახვეწილი უნდა იყოს მაჩვენებლების დაფა, რომელიც სენსორული მონიტორით აღიჭურვება.
ამ მონიტორზე, სხვა ინფორმაციის გარდა, სანავიგაციო მონაცემების გამოტანაც იქნება
შესაძლებელი.
სავარაუდოდ,
განახლებული „დასტერი“ 1.2-ლიტრიანი ტურბო ძრავით აღიჭურვება, რომელიც 115 ცხენის
ძალას გამოიმუშავებს. გაუმჯობესებული მონაცემები ექნება დიზელის ორივე 1.5-ლიტრიან
ძრავს.
No comments:
Post a Comment