დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, February 6, 2013

„ბეემვეს“ M-დივიზიონი 600-ცხენისძალიან სუპერქარ M8-ს გამოუშვებს

BMW’s M Division Pitches a 600HP M8 Supercar Based on the i8 Plug-In Hybrid’s Platform
6 თებერვალი
M1
პრემიუმ კლასის ავტომობილების სეგმენტში, სამი გერმანული კომპანია დომინირებს. მაგრამ ამათგან რატომღაც „ბეემვე“ ის ერთადერთი კომპანიაა, რომელიც სუპერ ავტომობილს არ აწარმოებს. არადა, მისი იმიჯი და პრესტიჟი ამას მოითხოვს. სხვა თუ არაფერი, კონკურენტი „მერსედეს-ბენცი“ და „აუდი“ ამ ტიპის ავტომობილების (შესაბამისად, SLS AMG და R8) წარმოებაში უკვე საკმაოდ დახელოვნებულები არიან. რა თქმა უნდა, ამაში მათ სარბოლ ტრასებზე აქტიურობაც უწყობს ხელს.
ბავარიელებს მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ გამონათება - 1970-იან წლებში M1-ს აწარმოებდნენ. მაგრამ მხოლოდ 456 ცალი გამოუშვეს და ამას დასჯერდნენ. გარდა იმისა, რომ ეს იყო ლურჯ პროპელერიანების ერთადერთი სუპერ ავტომობილი, ის იყო ასევე ერთადერთი, რომელსაც ძრავი ბაზაში ჰქონდა განლაგებული.
მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „ბეემვე“ ამ ნაკლს მალე გამოასწორებს. ყოველ შემთხვევაში, ამას ცდილობს M-დივიზიონის შეფი ფრიდრიხ ნიტშკე. ბრიტანულ ჟურნალ „ქარის“ ინფორმაციით, ნიტშკემ წამოაყენა წინადადება, რომ ახალი სუპერ ავტომობილი, ჰიბრიდულ კუპე i8-ს პლატფორმაზე დამზადდეს.
ცნობისათვის, რომ i8-ს გაყიდვას „ბეემვე“ მომავალ წელს დაიწყებს. ეს ავტომობილი სამცილინდრიანი 1.5-ლიტრიანი და ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი, რომელტაგან პირველი უკანა ბორბლებს ატრიალებს, მეორე კი - წინებს. ამ აგრეგატების ჯამური სიმძლავრე 349 ცხენის ძალას აღწევს, მათი დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 4. წამში შეუძლია.
i8
რა თქმა უნდა, კარგი მონაცემებია, თუმცა არა ისეთი, სუპერ ავტომობილს რომ შეეფერებოდეს. ამიტომ, M8 წყვილ ტურბოიანი V8 ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 600 ცხენის ძალას მიაღწევს. სუპერ ავტომობილს არ ექნება i8-ს ელემენტების ბლოკი და რა თქმა უნდა, ელექტროძრავი. ამგვარად, ჰიბრიდული კუპეს 1480 კილოგრამს 200 კილოგრამი მოაკლდება და M8, თავის კონკურენტ „ფერარი 458 იტალიაზე“ (1458 კგ) გაცილებით მსუბუქი იქნება.

სხვათა შორის, 1990-იან წლებში, ბავარიელებმა კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი შეიმუშავეს, რომელიც V12 ძრავით აღიჭურვა, ზუსტად იმ აგრეგატით, რომელიც ლეგენდარულ „მაკლარენ F1-ს“ ამოძრავებდა. ეს ავტომობილი მე-8 სერიაზე იყო ბაზირებული, თუმცა კონვეიერამდე ვრ მიაღწია. ოთხი წლის წინ კი
„ბეემვემ“ კონცეპტუალური
M1 შეიმუშავა, რომელიც ორიგინალური M1-ის გამოშვებიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. მაშინ ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ავტომობილი მაინც იხილავდა დღის სინათლეს, მაგრამ ასე არ მოხდა...

No comments:

Post a Comment