Hamilton crashes in first test for Mercedes
6 თებერვალი
თავის ახალ გუნდში პირველი სატესტო გამოსვლა, ლუის
ჰამილტონმა ავარიით დაასრულა. თუმცა, ეს მისი შეცოდმის ბრალი არ იყო ბრიტანელ პილოტს მანქანა უკანა მუხრუჭების
დაზიანების გამო არ დაემორჩილა. უკონტროლო „ვერცხლისფერი ისარი“ ტრასის მიღმა
გავარდა და კედელთან ჩამწკრივებულ საბურავების რიგს, უკვე საკმაოდ შენელებული,
დაეჯახა.
პილოტმა კოკპიტი დამოუკიდებლად დატოვა, თუმცა
ტესტების ორგანიზატორებმა რბოლა წითელი დროშებით გააჩერეს. სხვათა შორის, ინციდენტი
ზუსტად იმ მოსახვევში (დრაი საკ) მოხვდა, რომელშიც 1997 წლის ბოლო, გადამწყვეტ
ეტაპზე (ევროპის დიდ პრიზზე), ერთმანეთს ჟაკ ვილნევი და მიხაელ შუმახერი შეეჯახნენ.
„ლუისმა უკანა მუხრუჭები დაკარგა და წინებითღა
შეძლო მანქანის შენელება. და მაინც, მან ბარიერთან შეჯახებას თავი ვერ დააღწია.
ანალიზმა გვიჩვენა, რომ დაზიანდა მარჯვენა მუხრუჭის ჰიდრავლიკური სისტემა“, -
ნათქვამია „მერსედესის“ განცხადებაში.
შეჯახებისას წინა მარცხენა საკიდარი და აეროდინამიკური
ელემენტები დაზიანდა. სამქიმიანების პრესმდივნის განცხადებით, ხვალ მანქანა
ტრასაზე ვერ გამოვა, რადგან რემონტს საჭიროებს. ავარია ტესტების დაწყებიდან 48
წუთის შემდეგ მოხდა. იმ მომენტში, ჰამილტონს მეორე საუკეთესო დრო ჰქონდა.
სხვათა შორის, „მერსედესისთვის“ ტესტების პირველი
დღეც პრობლემური გამოდგა, რის გამოც, ნიკო როსბერგმა მხოლოდ 14 წრის გავლა შეძლო. მანქანაზე
მწყობრიდან მართვის ელექტრონული სისტემა გამოვიდა.
No comments:
Post a Comment