ADAM ROCKS in Geneva – a new crossover open air
concept
ამის თვალსაჩინო მაგალითს ჟენევის მოტორ შოუზე
ვიხილავთ, კონცეპტუალური „ადამ როკსის“ სახით, რომელიც არის საქალაქო მინი-ქროსოვერი.
ამ ავტომობილით, გერმანული კომპანია, „ადამის“ შემდგომი ინდივიდუალიზაციის გზებს
იკვლევს. ეს სამკარიანი ავტომობილი, რომლის სიგრძეც მხოლოდ 3.70 მეტრია, რომელსაც
აქვს ზომიერად „დაკუნთული“ აგებულება, ცეცხლოვანი გარეგნობა, რომელიც შეიძლება
წამებში გადაიქცეს ნახევრად ღია ავტომობილად, ფაქტობრივად, საავტომობილო ბაზარზე
სრულიად ახალ სეგმენტს ჩაუყრის საფუძველს.
6 თებერვალი
„ოპელი“ თავის უახლეს მინი ავტომობილ „ადამის“
მყიდველს ინდვიდუალიზაციის უმაღლეს დონეს სთავაზობს. მაგალითად, ექსტერიერის
გაფორმების 61 000 ვარიანტს და ინტერიერის გაფორმების თითქმის 82 000 ვარიანტს.
მოკლედ, პატარა „ადამი“ ინდვიდუალიზაციის კუთხით ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონია. მაგრამ
როგორც ჩანს, გერმანულ კომპანიას ეს არ აკმაყოფილებს და მყიდველს უფრო მეტ
მრავალფეროვნებას უმზადებს.
„ოპელის“ მიერ გამოქვეყნებულ რელიზში აღნიშნულია,
რომ კონცეპტუალური „ადამ როკსი“ პარკურის ათლეტების შთაგონებით შეიქმნა. ანუ, ეს
არის მოქნილი, კარგად განვითარებული აღნაგობის მქონე ავტომობილი, რომელიც „ყველგან
მივა“. ის სტანდარტულ ჰეჩბეკზე ოდნავ მაღალი და განიერია. მისი ხასიათის
განმარტებისთვის, რიუსელსჰაიმელები იყენებენ ფრაზას „ავტომობილი პირადი თავისუფლებისთვის“. ამ
განმარტებას ამაგრებს ავტომობილის რბილი სახურავი, რომლის უკან გადაწევის შემდეგაც,
თქვენს განკარგულებაში ჩვეულებრივი კაბრიოლეტი აღმოჩნდება.
„ეს კონცეპტუალური ავტომობილი, ყველა სხვა „ადამზე“
მეტად გაბედული დიზაინით გამოირჩევა და არის იმის თვალსაჩინო დემონსტრაცია, თუ ინდივიდუალიზაციის
რა შესაძლებლობები აქვს ჩვენს პატარა ავტომობილს. მასში, ქროსოვერისთვის
დამახასიათებელი სიმტკიცე და სპარტანულობა, კაბრიოლეტით ღია ცის ქვეშ გასეირნების
შესაძლებლობაა შერწყმული“, - ამბობს „ოპელ/ვოქსოლის“ დიზაინის დირექტორი მალკოლმ
უორდი.
ჯერჯერობით, „ოპელი“ არაფერს ამბობს „ადამ როკსის“
აღჭურვილობის შესახებ. სავარაუდოდ, ის ძრავების იგივე გამას მიიღებს, რომლებსაც
სტანდარტული ჰეჩბეკის მყიდველს სთავაზობენ. ამ გამაში, ბენზინის 1.2 და 1.4-ლიტრიანი
ძრავები შედის.
No comments:
Post a Comment