New Suzuki C-Segment Crossover Teased in Production Form
6 თებერვალი
„სუზუკიმ“ გამოაქვეყნა სერიული კომპაქტური
ქროსოვერის ფოტო ტიზერი, ავტომობილისა, რომელიც პარიზის მოტორ შოუზე კონცეპტუალური
„C-ქროსის“
სახელით გაგვაცნო. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერას იაპონური კომპანია ჟენევის
მოტორ შოუზე ჩაატარებს, რომელიც 5-17 მარტს ჩატარდება.
პრემიერამდე ერთი თვით ადრე, იაპონური კომპანია
თავისი ახალი ავტომობილის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის ძრავებზეც, საიდუმლოდ
ინახავს. თუმცა ის მაინც გაამხილა, რომ ქროსოვერის მყიდველს ოპციის სახით,
სრულამძრავიან ტრანსმისიასაც შესთავაზებენ. სავარაუდოდ, ავტომობილი როგორც ბენზინის,
ისე დიზელის ძრავებით აღიჭურვება. ამასთან, დიზელის აგრეგატებს „სუზუკი“ თავის
იტალიელ პარტნიორ „ფიატისგან“ მიიღებს. ეს ის ძრავებია, რომელთა გამოც, იაპონელებს
ურთიერთობა „ფოლკსვაგენთან“ გაუფუჭდათ.
ცნობისათვის, პარიზში ნაჩვენები კონცეპტუალური
ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4 310 მილიმეტრი, სიგანე 1 840 მილიმეტრი, სიმაღლე კი 1 600
მილიმეტრი. ამგვარად ის „სუზუკი SX4-ის“ სრულამძრავიან ვერსიაზე 160 მილიმეტრით
გრძელი, 85 მილიმეტრით განიერი და 20 მილიმეტრით დაბალია.
ამ ავტომობილს „სუზუკი“ თავის უნგრულ ქარხანაში
გამოუშვებს. გაყიდვები წელს დაიწყება.
No comments:
Post a Comment