Haas F1 Car Will Be Ready In February, Team
Confident It's On Time
23 დეკემბერი
ფორმულა 1-ის ახალი გუნდის, ამერიკული „ჰაას F1-ის“
პირველი სარბოლო ავტომობილი მზად 21 თებერვალს, პირველი ტესტების დაწყებამდე ერთი
დღით ადრე იქნება. ავტომობილი „ფერარის“ იმ აგრეგატით აღიჭურვება, რომლითაც მარანელოელთა
გუნდმა ეს სეზონი დაასრულა. გარდა ამისა, ამერიკული საჯინიბო „ფერარისგანვე“
მიიღებს ტრანსმისიას და საკიდარის კომპონენტებს. რაც შეეხება შასის, „ჰაასისთვის“ ის
სარბოლი ავტომობილების წარმოებაზე სპეციალიზებულმა იტალიურმა კომპანია „დალარამ“
შეიმუშავა.
გუნდის მფლობელი ჟენე ჰაასი დარწმუნებულია, რომ „დალარას“
შასი „ფერარისაზე“ უკეთესი იქნება. რა თქმა უნდა, დებიუტანტისგან, მიუხედავად
იმისა, რომ „დალარა“ ძალიან გამოცდილი კომპანიაა, ასეთი რამ ძნელი დასაჯერებელია,
მაგრამ სეზონებს შორის ასეთი ოპტიმიზმი ჩვეულებრივი ამბავია. პირველი ტესტებიდან
კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
„დებიუტამდე სულ ათი თვე დარჩა, რაც ბევრი არაა,
მაგრამ მთავარი ისაა, რომ მუშაობა განრიგის შესაბამისად მიმდინარეობს. ჩვენ
კმაყოფილები ვართ. ამჟამად მანქანის შემუშავების პროცესი გრძელდება. მის აწყობას იანვრის
შუა რიცხვებიდან დავიწყებთ. მანამდე ქრეშ ტესტებს გავივლით. იმედი გვაქვს, რომ ავტომობილი
მზად ტესტების დაწყების წინა დღეს იქნება.“, - ამბობს „ჰაას F1-ის“ შეფი გიუნტერ
შტაინერი.
უნდა ითქვას, რომ ამერიკული გუნდი სოლიდური
ბიუჯეტითაა უზრუნველყოფილი და ჰყავს ისეთი სწრაფი პილოტი, როგორიც ფრანგი რომენ გროჟანია.
ბევრი მიმომხილველი თვლის, რომ „ჰაასი“ თავის პირველივე სეზონში შეძლებს „ზაუბერისა“
და „მენორისთვის“ კონკურენციის გაწევას.
No comments:
Post a Comment