Daniel Ricciardo Thinks Mercedes Still 'Too Far' Ahead
15 დეკემბერი
„რედ ბულის“ პილოტი დანიელ რიკარდო შიშობს, რომ „მერსედესის“
დაწევა და მითუმეტეს დამარცხება, მომავალ სეზონშიც შეუძლებელი იქნება. უფრო მეტიც,
ის ფიქრობს, რომ გერმანულმა გუნდმა გასულ სეზონში თავისი უპირატესობა კიდევ უფრო
გაზარდა. მართალია, ბევრი თვლის, რომ „ფერარი“ შეძლებს სამქიმიანებთან პაექრობას, ავსტრალიელი
საპირისპიროს ამტკიცებს და თვლის, რომ „მერსედსს“ კვლავაც უპირატესობა ხელთ ექნება.
„რამდენად შორს არიან ისინი? მეტისმეტად შორს. მე
დარწმუნებული ვარ, რომ მათ უპირატესობა გაზარდეს კიდეც. და მართალია, „ფერარიმ“
ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ როცა „მერსედესს“ რეალურად სჭირდებოდა თავისი
შესაძლებლობის ჩვენება, ის ამას აკეთებდა. ისინი მომავალ სეზონშიც წინ იქნებიან და
მათი დამარცხება ძნელი იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, ასე დიდხანს არ გაგრძელდება“,
- ამბობს რიკარდო.
მის „რედ ბულს“ კვლავ ძნელი სეზონი ელის, თუმცა
რიკარდო კმაყოფილია იმით, რომ ძრავის პრობლემა მოგვარდა და ხარები განვიტარებას
შეძლებენ: „გასული სეზონი, როგორც ველოდით, არ იყო სასიამოვნო. ვფიქრობ, ახალ სეზონში
უკეთესად გამოვალთ. არ მიყვარს სიტყვა „მოლოდინი“, მაგრამ გასული სეზონის წინ
მაინც მეტისმეტად კარგი მოლოდინი მქონდა, რამაც გამაწბილა. იმედი მაქვს, ახალ სეზონში
ასე აღარ მოხდება“, - ყველა ავსტრალიელი და თვლის, რომ მისმა გუნდმა ძალიან კარგი
შასი შეიმუშავა.
„შასი
თავიდანვე კარგი იყო და ჩვენი ინჟინრების წყალობით, სულ უფრო იხვეწებოდა. თუ
ტრასებს სწორ მონაკვეთებს მოვაშორებთ და მარტო მოსახვევებს დავტოვებთ, მაშინ ჩვენ
გაცილებით წინ ვიქნებოდით“, - ირწმუნება რიკარდო.
No comments:
Post a Comment