დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 15, 2015

ჯეი ლენო დართ ვეიდერის ავტომობილით ჯეი ლენოს გარაჟში

Jay Leno Drives Hot Wheels' Real Darth Vader Car On LA Streets
15 დეკემბერი
მალე მსოფლიოს კინოთეატრების ეკრანებზე, ვარსკვლავური ომების ახალი ფილმი გამოვა და ამ მოვლნსთან დაკავშირებით, ცნობილმა ტელეწამყვანმა, კომიკოსმა და ავტომობილების კოლექციონერმა ჯეი ლენომ, საკუთარ გადაცემა „ჯეი ლენოს გარაჟში“, დართ ვეიდერის ავტომობილი წარადგინა, რომელიც ახალ ფილმში მონაწილეობისთვის არ შექმნილა.
ეს ავტომობილი კომპანია „ჰოტ უილზმა“ შარშან გვიჩვენა კომიკ კონის შოუზე. მისი დანახვისთანავე ადვილად გამოიცნობთ, თუ ვის შეიძლება ეკუთვნოდეს. პრემიერისას ბევრმა იფიქრა, რომ ეს არის მხოლოდ 1:1 ზომის მოდელი, თუმცა რეალურად ის მოქმედი ავტომობილი, რომელიც „ჰოტ უილზის“ ინფორმაციით, 526-ცხენისძალიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელთან წყვილშიც 6-საფეხურიან იმექანიკური კოლოფი მუშაობს.
ჯეი ლენომ და მისმა გუნდმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც დართ უაიდერის ავტომობილის მის გარაჟში „სტუმრობაა“ ასახული. სტუმარს თან „ახლდა“ „ჰოტ უილზის“ დიზაინის შეფი ბრაიან ბენედიქტი, რომელმაც მაყურებელს პროექტის შესახებ მოუთხრო. მისი თქმით, ავტომობილი, „შევროლე კორვერ C6-ის“ შასიზეა აგებული და ძრავიც მისგანვეა. მის შესაქმნელად, „ჰოტ უილზის“ სპეციალისტებს სულ ორი თვე დასჭირდათ.

ვიდეო

No comments:

Post a Comment