2016 European Car Of The Year Finalists Might
Surprise You
15 დეკემბერი
კონკურს „ევროპის წლის ავტომობილის“ ჟიურიმ, კონკურსში
მონაწილე 40 ახალი ავტომობილიდან, შვიდი ფინალისტი აირჩევა, რომელთა შორისაც
საუკეთესოს გაზაფხულზე დაასახელებს. აღსანიშნავია, რომ ფინალისტთაგან ოთხი პრემიუმ
ავტომობილია. მათ შორისაა: „აუდი A4“, „ბეემვე მე-7 სერია“, „იაგუარ XE“, „მაზდა MX-5“,
„ოპელ/ვოქსოლ ასტრა“, „შკოდა სუპერბი“ და „ვოლვო XC90“.
ჟიურიმ ფინალის მიღმა დატოვა: „ალფა რომეო ჯულია“,
„ინფინიტი Q30“, „ტესლა მოდელ X“, „ტოიოტა მირაი“, „ფორდ მუსტანგი“ და „ლენდ როვერ
დისქავერი სპორტი“.
იმისათვის, რომ კუნკურსში დაუშვან, ავტომობილი უნდა
იყოს ახალი, ან ბაზარზე მისი გამოსვლა, წლის ბოლომდე უნდა იყოს დაგეგმილი.
ამასთან, ის ევროპის მინიმუმ ხუთ ქვეყანაში მაინც უნდა იყიდებოდეს. შერჩევის
პროცესი ორ ეტაპადაა გაყოფილი. პირველ ეტაპზე ფინალისტებს ირჩევენ, მეორეზე კი -
გამარჯვებულს. გამარჯვებული 29 თებერვალს გამოცხადდება, ჟენევის მოტორ შოუს
დაწყებამდე ერთი დღით ადრე.
ცნობისათვის, წლევანდელი კონკურსი „ფოლკსვაგენ
პასატმა“ მოიგო, შარშან კი გამარჯვებული „პეჟო 308“ გახდა.
2016 წლის ევროპის წლის ავტომობილის ფინალისტები
აუდი A4
ეს არის მეხუთე თაობის A4, რომელიც გარეგნულად ოდნავ
შეიცვალა, ინტერიერი კი ძლიერ არის განახლებული. ავტომობილი წინამორბედზე დიდი და
იმავდროულად, მსუბუქია. მისი ძრავების გამაში კი ოთხ და ექვსცილინდრიანი, ბენზინის
და დიზელის აგრეგატები შევიდა, რომელთა სიმძლავრე 150-272 ცხენის ძალაა.
ბეემვე მე-7 სერია
ამ ავტომობილის პრემიერა წლის დასაწყისში გაიმართა.
გარეგნულად ის წინამორბედს ჰგავს. თუმცა რეალურად, სრულიად ახალი ავტომობილია და 200
კილოგრამითაც არის შემსუბუქებული. ინტერიერიც მნიშვნელოვნად გადაკეთდა.
იაგუარ XE
ბრიტანული კომპანიის ამ სედანის მსოფლიო პრემიერა
პარიზის შარშანდელ მოტორ შოუზე გაიმართა, ბაზარზე კი წელს გამოვიდა. ეს არის „იაგუარ
ლენდ როვერის“ პირველი ავტომობილი, რომელიც სერია ინჯენიუმის ძრავს მიიღებს.
მაზდა MX-5
პატარა როდსტერი ისედაც ძალიან პოპულარული იყო და
ახლი თაობის ავტომობილი, ესტაფეტას ღირსეულად აგრძელებს. მასში არაერთი უახლესი
ტექნოლოგიაა გამოყენებული. დიზაინი კი სტილ „კოდოს“ შესაბამისად დამუშავდა. შასი
არის მსუბუქი და მტკიცე, ძრავების გამაში ახალი აგრეგატებია.
ოპელ/ვოქსოლ ასტრა
K თაობის „ასტრა“, წინა თაობის მოდელზე მოკლე და
დაბალია. თუმცა, ამის მიუხედავად, სალონი უფრო ფართო აქვს. წონაში კი 200 კილოგრამი
დაიკლო. გარეგნულადაც გაცილებით დახვეწილად გამოიყურება.
შკოდა სუპერბი
ჩეხური
კომპანიის ყველაზე დიდგაბარიტიანი ავტომობილი, ბაზარზე ნათესავ „ფოლკსვაგენ პასატს“
და „ფორდ მონდეოს“ გაუწევს კონკურენციას და კონკურსის ფინლში გასვლა მისთვის
სოლიდური ბიძგია. ის გერმანული ჯგუფის მოდულურ MQB პლატფორმაზეა ბაზირებული და წინამორბედზე
ფართო სალონით გამოირჩევა. მისი ძრავების გამაში, ბენზინის და დიზელის აგრეგატები
შედის, რომელთა სიმძლავრეც 120-280 ცხენის ძალის ფარგლებშია.
ვოლვო XC90
შვედური კომპანიის სრულგაბარიტიანი უგზოობის
ავტომობილი გაცილებით მდიდრულია, ვიდრე მისი წინამორბედი. ის ბაზირებულია SPA
მოდულურ პლატფორმაზე, რომელსაც ასევე S90/V90-ისთვისაც იყენებენ. მის ძრავების
გამაში, ბენზინის და დიზელის რამდენიმე ოთხცილინდრიანი ძრავი შედს, რომელთა
შორისაცაა ჰიბრიდული აგრეგატი „T8 ჰაიბრიდი“. ამ აგრეგატის შემადგენლობაში, 2.0-ლიტრიანი
მექანიკურ დამჭირხნიანი ბენზინის ძრავი და ელექტრო ძრავი შევიდა. აგრეგატის ჯამური
სიმძლავრე 400 ცხენის ძალაა.
No comments:
Post a Comment