2019 Land Rover Defender Confirmed, Coming with
Five Body Styles
15 დეკემბერი
„ლენდ როვერი“ მალე ლეგენდარული ძველი „დიფენდერის“
წარმოებას შეწყვეტს და მალევე, კერძოდ კი 2018 წელს, ბაზარზე ახალს გამოიტანს,
რომელსაც მყიდველს ხუთი განსხვავებული ძარით შესთავაზებს. კომპანიის მარკეტოლოგთა გათვლებით,
ახალი ავტომობილი წლიურად 100 000 ცალი გაიყიდება. შედარებისთვის, ახლანდელი
თაობის „დიფენდერი“ წლიურად მხოლოდ 10 000 ცალი იყიდება.
ახალი „დიფენდერის“ გამაში, ხუთი ტიპის ძარის მქონე
ავტომობილები შევა, რომლებიც მომხმარებელთა ფართო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და
შესაბამისად, მყიდველთა სოლიდურ ბაზას შექმნის. მათ შორის იქნება ორი ორკარიანი ვარიანტი,
ერთი გრძელბაზიანი ოთხი კარით და ორი პიკაპი - ორ და ოთხკარიანი.
მართალია, ბრიტანულმა კომპანიამ არაერთი კონცეპცია
შეიმუშავა, რომლებითაც ახალი „დიფენდერის“ შესაძლო სტილის ჩვენება სურდა, თუმცა დიზაინის
დირექტორი ჯერი მაკგოვერნი ამბობს, რომ ახალი ავტომობილი ამ კონცეპტებიდან არცერთს
დაემსგავსება. ახალი დიზაინი უკვე შეიმუშავა კომპანიის სტუდიამ.
მაკგოვერნის თქმით, ახალ „დიფენდერს“ ისეთი გარეგნობა
ექნება, რომ დანახვისთანვე ადვილად იცნობთ. ეს იქნება ლეგენდარული ფორმების ახლებური
ინტერპრეტაცია, რომელიც აეროდინამიკასთან ფეხმავალთა უსაფრთხოების მოთხოვნებთან იქნება
ადაპტირებული.
გარდა ამისა, შეიცვლება ავტომობილის პოზიცია „ლენდ
როვერის“ გამაში. ის აღარ იქნება უბრალოდ მუშა ავტომობილი და თავისი ფართო შესაძლებლობების
გარდა, კომფორტითაც მიიზიდავს მყიდველს. რაც მთავარია, გამაში „დისქავერისა“ და „რეინჯ
როვერის“ ოჯახებს შორის დაიკავებს ადგილს. მას ექნება ხისტი სტილი, მაგრამ არ იქნება
ისეთი უხეში, როგორიც ახლანდელი „დიფენდერია“.
No comments:
Post a Comment