Toro Rosso Returning To Ferrari Power From 2016
8 დეკემბერი
სამწუხაროდ, „ტორო როსო“ იტალიური კომპანიისგან ამ სეზონის აგრეგატებს მიიღებს, რაც მას ისევ აუტსაიდერებში დაბრუნებას უქადის. არადა, გასული სეზონი მის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული იყო. მართალია, გასული სეზონის განმავლობაში, „ფერარიმ“ შეძლო თავისი ძრავის კონკურენტულობის ამაღლება და თითქმის დაეწია კიდეც ლიდერ „მერსედესს“, მაგრამ მომავალ სეზონში ყველას გაცილებით უკეთესი აგრეგატები ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ „ტორო როსოს“ წინსწარ განსაზღვრული აქვს მაჩანჩალებს შორის ყოფნა.
თუმცა, „ტორო როსოს“ შეფ ფრანც ტოსტის თქმით, ის მოხარულია,
რომ მის გუნდს ისევ „ფერარისთან“ მუშაობის საშუალება მიეცემა: „ჩვენ წარსულში ნაყოფიერი
თანამშრომლობა გვქონდა და დარწმუნებული ვარ, ერთმანეთთან კარგად შეწყობაში ბევრი
დრო არ დაგვჭირდება. ფაქტია, რომ ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად, ძალიან ცოტა
დრო დაგვრჩა, მაგრამ ჩვენს გუნდში გამოცდილი ინჟინრები მუშაობენ და დარწმუნებული
ვარ, ისინი კონკურენტუნარიან მანქანას მოამზადებენ“.
„ტორო როსომ“ ასევე გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონშიც,
მისი პილოტები მაქს ფერსტაპენი და კარლოს საინს უმცროსი იქნებიან.
No comments:
Post a Comment