დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 8, 2015

„იაგუარ ლენდ როვერი“ დეტროიტის მოტორ შოუს გამოტოვებს

Jaguar Land Rover to skip 2016 Detroit Auto Show
8 დეკემბერი
„იაგუარ ლენდ როვერი“ დეტროიტის 2016 წლის მოტორ შოუზე მონაწილეობას არ მიიღებს. ბრიტანული კომპანიის განცხადებით, ამის მიზეზი ისაა, რომ თავის ყურადღებას სხვა საერთაშორისო საავტომობილო გამოფენებზე გადაიტანს, რომელთა შორისაც, სხვა ამერიკული, მათ შორის, ჩიკაგოს, ნიუ იორკისა და ლოს ანჯელესის შოუები იქნება.
„იაგუარ ლენდ როვერისთვის“ მთავარი გამოფენები იქნება ჟენევა, პეკინი, პარიზი, შანჰაი და ფრანკფურტი. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ დეტროიტის შოუ პირველი დონის საავტომობილო გამოფენაა, თუმცა „იაგუარ ლენდ როვერში“ თვლიან, რომ უკეთესი იქნება სხვა ამერიკულ შოუებზე აქტივობა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ლოს ანაჯელესისაა.
დეტროიტული ავტოგამოფენის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მაქს მანსი ამბობს, რომ შოუს ორგანიზატორებმა ადრევე იცოდნენ ბრიტანული კომპანიის გადაწყვეტილების შესახებ და დანაკარგის შესავსებად, სხვა კომპანიებთან აწარმოებენ მოლაპარაკებას. თუმცა, ახლახანს ცნობილი გახდა, რომ დეტროიტში არც „ბენტლი“ და „მინი“ იქნებიან. მოსალოდნელი იყო, რომ დეტროიტში „ლენდ როვერი“ თავისი უახლესი ავტომობილით, „რეინჯ როვერ ევოუკის“ ღია ვერსიით წარსდგებოდა. თუმცა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ თითქმის ორთვიანი ინტერვალით ერთი და იგივე სიახლის წარდგენა, მარკეტინგული თვალსაზრისით გამართლებული არ იქნება.
დეტროიტის წლევანდელ შუზე „იაგუარ ლენდ როვერმა“ თავისი რამდენიმე მოდელის დიზელისძრავიანი ვერსია წარადგინა და „იაგუარის“ პირველი უგზოობის მოდელის სახელი - „F-პეისი“ გაგვაცნო. მაგრამ ახლახანს კომპანიამ ახალი გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც ათწლეულის ბოლომდ ხარჯების 6.8 მილარდი დოლარით შემცირებას ითვალისწინებს. თან ეს ისე უნდა იგეგმება, რომ არ შემცირდება მის საწარმოებში დასაქმებული სამუშაო ძალა და გაიზრდბა წარმოება.

No comments:

Post a Comment