Devel Sixteen, Dubai’s Ridiculous Hypercar,
Climbs to over 4,500 HP on Engine Dyno
9 დეკემბერი
ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დუბაის მოტორ
შოუზე, ახლო აღმოსავლეთში ბაზირებულმ უცნობმა კომპანიამ, თავისი ჰიპერ ავტომობილი „დეველ
სიქსთინი“ წარადგინა. ეს მანქანა თავისი ექსტრემალური ფორმების გარდა იმითაც იყო
გამორჩეული, რომ მისმა მწარმოებელმა არაამქვეყნიური მონაცემები გამოაქვეყნა.
კერძოდ, გამოფენაზე ითქვა, რომ ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა
1.8 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 560 კმ/სთ-ს აღწევს!
მაშინ ალბათ ბევრმა არ დაიჯერა, რომ ასეთი რამ
შესაძლებელია. თუნდაც იმ შემთხვევაში, რომ ამ ავტომობილის 12.3-ლიტრიანი
ოთხ ტურბოიანი V16 ძრავის სიმძლავრე 5 000 ცხენის ძალას აღწევდეს.
მაშინ ყველაფერი მეტისმეტად არარეალურად მოჩანდა. ჰოდა იმისათვის, რომ
საავტომობილო სამყაროს ეს რიცხვები დაეჯერებინა, მწარმოებელმა დინამომეტრიულ
სტენდზე ტესტები ჩაატარა.
ცნობისათვის, ეს მონსტრი აგრეგატი ამერიკულმა
საინჟინრო ფირმა „სტივ მორის ენჯაინსმა“ შეიმუშავა. ეს კომპანია ამერიკული დრეგის
რბოლებისთვის ამზადებს ძრავებს. „სტივ მორისმა“ გამოაცხადა, რომ ეს ძრავი ორი V8
აგრეგატის შედუღებით არ დაუმზადებია. მის ყოველ ცილინდრს წყვილი სარქველი
ემსახურება, რომლებიც ტიტანისგან არის დამზადებული. სტენდზე ტესტირებისას,
ტურბინების მაქსიმალური სამუშაო წნევა 36 პასკალი იყო. ამ დროს, სტენდმა
წარმოუდგენელი სიმძლავრე - 4 515 ცხენის ძალა დააფიქსირა. ამაზე მეტი კი ვერ
დათვალა, რადგან „მხოლოდ“ 4 500 ცხენის ძალაზეა გათვლილი.
მოკლედ, 36 პასკალზე სიმძლავრემ სტენდის მაქსიმუმს
მიაღწია და ამ დროს მუხლა ლილვის ბრუნვებმა 6 900 ბრ/წთ შეადგინა. მაქსიმალური
მომენტი კი - 4 771 ნიუტონმეტრი, 6 600 ბრ/წთ-ზე დაფიქსირდა. როგორც ძრავის
მწარმოებელი ირწმუნება, აგრეგატის სიმძლავრე 5 000 ცხენის ძალაზე მეტსაც ავითარებს.
უბრალოდ, აღნიშნული სტენდი ამაზე მეტის დაფიქსირების საშუალებას არ იძლევა. მას
შემდეგ, რაც ტურბინებში წნევა 20 პასკალამდე დასწიეს, სიმძლავრემ 3 006 ცხენის
ძალამდე დაიკლო, მაბრუნმა მომენტმა კი - 3 264 ნიუტონმეტრამდე. სხვათა შორის,
ტესტირებისას ძრავი 93 ოქტანობის საწვავზე მუშაობდა.
საინტერესოა, რომ უმაღლესი ხარისხის საწვავზე
მომუშავე დრეგსტერების (შიდაწვის) ძრავების სიმძლავრე 10 000 ცხენის ძალასაც
კი აღწევს ხოლმე. თუმცა, ამ აგრეგატების სამუშაო რესურსი ძალიან მცირეა და მათ დიდი
ზომის ტრანსმისიები ემსახურება. რა ტიპის ტრანსმისია გაუძლებს „დეველ სიქსთინის“
ძრავის მონაცემებს, ძნელი სათქმელია. ისიც საინტერესოა, არსებობს, თუ არა ბორბლები
და საბურავები, რომლებსაც ზემოთ ნახსენები სიჩქარის პირობებში მუშაობა შეუძლია. და
რა თქმა უნდა, საინტერესოა მუხრუჭები, რომლებიც ასეთ არანორმალურ პირობებში
ავტომობილის ეფექტურ შენელებას და გაჩერებას უზრუნველყოფს...
ვიდეო
No comments:
Post a Comment