14 იანვარი
ეს „კადილაკის“ ჰიბრიდულ კუპე ELR-ის პირველი
ფოტოებია, ჰიბრიდული ავტომობილისა, რომელიც „შევროლე ვოლტის“ მსგავსად, სვლის
სიშორის გასაზრდელი სისტემითაა აღჭურვილი. სხვათა შორის, სანამ „ვოლტს“ გავიცნობდით,
იყო ლაპარაკი იმაზე, რომ მისი ჰიბრიდული სისტემა უფრო ძვირი ავტომობილისთვის იყო
შესაფერისი, რადგან ეს სისტემა ძალიან ძვირია და ამიტომ, კომპაქტური „ვოლტისთვის“ შეუფერებელი.
მაგრამ „ჯენერალ მოტორსმა“ გარისკა და ძნელი
სტარტის მიუხედავად, სასურველ შედეგსაც მიაღწია - „ვოლტის“ პოპულარობა თანდათან
იზრდება. ამასობაში კი ბაზარზე მისი ახალი ნათესავი, უკვე „კადილაკის“ ემბლემით და
კუპეს ფორმაში გამოწყობილი გამოდის.
„კადილაკ ELR-ის“ შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, დეტროიტის
შოუზე, ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ გამოქვეყნდება.
No comments:
Post a Comment