14 იანვარი
პატარა ქროსოვერების სეგმენტი ძალიან სწრაფად
ფართოვდება და მასში მალე „ჰონდასაც“ ეყოლება თავისი „მოთამაშე“, რომლის
კონცეპტუალური ვერსია, სახელად „ურბანი“, იაპონურმა კომპანიამ დეტროიტის ავტო
შოუზე წარადგინა. „ჰონდას“ მიერ გამოქვეყნებულ რელიზში წერია, რომ ამ ავტომობილის
სერიული ვერსიის გაყიდვას იაპონიაში ამ წლის ბოლოსდ აიწყებს, ამერიკაში კი ის
მოგვიანებით გამოჩნდება.
„ჰონდა“ გვპირდება, რომ „ურბანის“ სერიული ვერსია
თანამედროვე ინტერიერს მიიღებს და შემდეგი თაობის ტელემეტრიული ელექტრონული
სისტემებით აღიჭურვება. მასზევე მოხდება „ფიტის“ ცენტრალური ავზის ადაპტირება.
გარდა ამისა, ავტომობილში სავარძლები ეგრეთ წოდებული „მეჯიკ სიტ“ სისტემით განლაგდება,
რომელიც მომხმარებელს ბევრ კომბინაციას სთავაზობს.
სერიულ „ურბანს“ (ჯერჯერობით უცნობია, ის ამავე
სახელით გამოვა, თუ არა) „ჰონდას“ უახლესი მექსიკური ქარხანა გამოუშვებს, რომელიც
ქალაქ სელაიაში აშენდა და მალე ამოქმედდება. მისი საწარმოო მოცულობა 200 000-ია.
No comments:
Post a Comment