14 იანვარი
ოთხკარიანი კუპეების, იგივე სპორტული სედანების კლასი
სულ უფრო პოპულარული ხდება და ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე
„ბეემვეა“, რომელმაც ამ ტიპის მორიგი ავტომობილი, სახელად „M6 გრან კუპე“, დეტროიტის
მოტორ შოუზე წარადგინა.
ავტომობილი 4.4-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მაქსიმუმ 552 ცხენის ძალას (6000-7000 ბრ/წთ დიაპაზონში) და მაქსიმუმ 680 ნიუტონმეტრს (1500-5750 ბრ/წთ დიაპაზონში) გამოიმუშავებს. საინტერესოა, რომ ბავარიული ავტომობილის ეს მონაცემები ახლოსაა მის მთავარ კონკურენტ „აუდი RS7 სპორტბეკის“ მაჩვნებლებთან, ავტომობილისა, რომლის პრემიერა ასევე დეტროიტის კობო სენტერში შედგა.
ძრავთან ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით შეწყვილებულია 7-საფეხურიანი ტრანსმისია, რომელიც უკანა ამყვან ბორბლებს ატრიალებს. ამ აგრეგატებით აღჭურვილი „M6 გრან კუპე“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 4.1 წამში ავითარებს, რაც 0.2 წამით მეტია „აუდი RS7 სპორტბეკის“ აჩქარებაზე. მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ის ნიშნულითაა შეზღუდული.
ბავარიული კომპანია ევროპაში „M6 გრან კუპეს“
გაყიდვას გაზაფხულზე დაიწყებს, მოგვიანებით კი მას ამერიკაშიც შეიტანს. ფასი
მოგვიანებით გამოცხადდება.
No comments:
Post a Comment