დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 9, 2015

„ლაფერარი“, 918 და P1 ერთ შოურუმში

UK Dealership Has LaFerrari, McLaren P1 and Porsche 918 Spyder For Sale
9 დეკემბერი
„ფერარი ლაფერარი“, „მაკლარენ P1“ და „პორშე 918 სპაიდერი“ ის ჰიპერ ავტომობილებია, რომლებიც ნებისმიერ ავტომოყვარულს ოცნებას დააწყებინებს, მაგრამ ჯერ ერთი, ფასის გამო, თავიდანვე ბევრს დაეკარგებოდა მადა, თანაც მარანელოელებმა ის თავიანთ ყველაზე გამორჩეულ კლიენტებს მიჰყიდეს, რათა გადამყიდველებისგან მაქსიმალურად დაეცვათ.
მაგრამ ამის მიუხედავად, ეს მაინც ვერ ხერხდება და ეს ავტომობილები პერიოდულად მეორად ბაზარზე მაინც ხვდებიან და სისხლს უმღვრევენ მათ, ვინც თავის დროზე „რიგში ჩადგომა“ ვერ მოასწრო. ოღონდ, მათში გაცილებით ძვირს ითხოვენ. ერთი „ლაფერარი“ 5 მილიონ დოლარადაც კი გაყიდულა...
ძალიან იშვიათად, მაგრამ ისეც ხდება, რომ სამივე ერთ შოურუმშიც კი იყრის თავს. მაგალითად, ძვირფასი ავტომობილებით მოვაჭრე ბრიტანულ კომპანია „პრინდვილის“ შოურუმში. იქ გამორჩეული ვარსკვლავი წითელი (როსო კორსა) „ფერარია“, რომელსაც 2.349 მილიონ გირვანქა სტერლინგად (დაახლოებით 3.59 მილიონ დოლარად) აფასებენ. ეს ავტომობილი შარშან არის დამზადებული და 1000 მილი (დაახლოებით 1600 კილომეტრი) აქვს გავლილი.
1.8 მილიონ გირვანქა სტერლინგად (დაახლოებით 2.7 მილიონ დოლარად) არის შეფასებული ნარინჯისფერი (ვოლკანო ორენჯ) „მაკლარენ P1“, რომელსაც მხოლოდ 10 მილი აქვს გავლილი და ეს მანძილიც მაშინ დაფარა, როცა პატრონს მიუყვანეს. რაც შეეხება „პორშეს“ ჰიპერ ავტომობილს, „პრინდვილის“ შოურუმში ასეთი ორი ავტომობილი დგას. მათგან ერთი თეთრია შავი ინტერიერით და 1.89 მილიონი დოლარი ღირს. მეორე კი ლურჯია (ვუდუ ბლიუ) და მას 2.8 მილიონ დოლარად აფასებენ.

No comments:

Post a Comment