Williams 2016 car set to be 'significantly
different'
14 დეკემბერი
„უილიამსი“ ახალი სეზონისთვის მნიშვნელოვნად
განსხვავებულ სარბოლ ავტომობილს ამზადებს და იმედოვნებს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით
მიუახლოვდება ფ1-ის მწვერვალს, რომელიც მისთვის უცხო ადგილი არაა. კონსტრუქტორთა
თასის ცხრაგზის გამარჯვებულმა გუნდმა გასული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ეს
ზედიზედ მეორედ მოახერხა.
ბოლო ათწლეულში ეს პირველი შემთხვევაა, როცა გუნდმა
ზედიზედ ორჯერ შეძლო მოწინავე სამეულში შესვლა. არადა, 2013 წლის სეზონში მეცხრე
ადგილს დასჯერდა. ეს ერთგვარი გამოფხიზლების მომენტი გახდა, რომელმაც გუნდის
კონსოლიდაცია გამოიწვია და შედეგმაც არ დააყოვნა. გასულ სეზონში დაკავებული მესამე
ადგილის მიუხედავად, აშკარად ჩანდა, რომ დიდი ნაბიჯია გადასადგმელი იმისათვის, რათა
გუნდმა უფრო მეტი შეძლოს.
„უილიამსის“ მანქანის შესაძლებლობების განყოფილების
შეფი რობ სმედლი ამბობს, რომ ტექნიკურმა გუნდმა, FW38-ის დიზაინის და კონსტრუქციის
რამდენიმე ახალი კონცეპცია განიხილა. ის ამბობს, რომ საბოლოო ვარიანტი, რომელმაც
უკვე გაიარა ტესტები აეროდინამიკურ მილში, ძირეულად განსხვავდება იმ მანქანისგან,
რომლითაც „უილიამსმა“ გასულ სეზონში იასპარეზა. „ამ მომენტში რასაც ვხედავთ,
ყველაფერი კარგია. ჯერჯერობით, ყველა დასახულ მიზანს ვაღწევთ. განსაკუთრებულ
ყურადღებას აეროდინამიკას ვაქცევთ. ამ პროცესმა მოწინავეთა შორის უნდა დაგვაბრუნოს“,
- ამბობს სმედლი.
მართალია, „უილიამსმა“ კონსტრუქტორებში 70 ქულით
აჯობა მეოთხეზე გასულ „რედ ბულს“, მაგრამ სმედლი აღიარებს, რომ სეზონის მიწურულს, მისი
გუნდ გაუფერულდა. განსაკუთრებით შესამჩნევი ეს აბუ დაბის რბოლაში იყო, სადაც მისმა
პილოტებმა მხოლოდ მე-8 და მე-13 ადგილები დაიკავეს. არადა, ერთი წლით ადრე, იმავე ტრეკზე
კვარცხლბეკის ორი საფეხური ეკავათ. თუმცა, სმედლის აღიარებით, ყოველივე იმან
გამოიწვი, რომ გუნდმა FW37-ის დახვეწაზე მუშაობა ადრე შეწყვიტა.
საინტერესო ფაქტი: 2014-15 წლების სეზონებში, „უილიამსის“
პილოტებმა კვარცხლბეკზე ასვლა 13-ჯერ შეძლეს. ეს კი ერთით მეტია იმ რაოდენობაზე, რაც
„უილიამსს“ წინა ათ სეზონში ჰქონდა. თუმცა, ახალ ტურბო ეპოქაში გუნდს ჯერ
გამარჯვება არ აქვს.
No comments:
Post a Comment