Maranello Mayor Puts An End To Local
Rent-A-Ferrari Businesses
14 დეკემბერი
„ფერარის“ ქალაქი მარანელო უჩვეულოდ დადუმდა.
იქაურმა მერმა იტალიური კომპანიის სუპერ ავტომობილების გაქირავება დღის მეორე
ნახევარში აკრძალა. ტურისტებს შეეზღუდათ იმის საშუალება, რომ ქალაქის ქუჩებში
კვიცების მართვით სიამოვნება მიიღონ. ტესტ-დრაივზე მომუშავე პატარა ფირმებმა კი
შემოსავლის დდ ნაწილი დაკარგეს. მსგავსი ფირმები „ფერარის“ ავტომობილებს მსოფლიოს
ბევრ ქალაქში - ლონდნში, პარიზსა თუ ლას ვეგასში, აქირავებენ. მაგრამ სულ სხვაა,
როცა ამას მარანელოში, ამ კომპანიის დაბადების ადგილზე აკეთებ.
„ფერარი F430 სპაიდერით“ ათწუთიანი განავარდება, 80
ევრო ღირს, ორი საათით „ფერარი458 სპეჩალეს“ დასაქირავებლად კი 1 400 ევროა
საჭირო. ყოველი ტესტ დრაივის დროს, დამქირავებელს ინსტრუქციას გამოცდილი მრბოლი
უწევს. რაც მთავარია, მარანელოში ამ ბიზნესს რაიმე სერიოზული ინციდენტი არასდროს
მოჰყოლია. ცნობისათვის, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მარანელოს საგზაო პოლიციამ,
ტესტ დრაივში მონაწილე ავტომობილების მძღოლებს სულ 305 ჯარიმა გამოუწერა.
მაგრამ როგორც მერიაში ამბობენ, ქალაქის
მაცხოვრებლები, სუპერ ავტომობილების მძლავრი ძრავების ხმით ძალიან წუხდებიან,
ხმაური მათ დასვენების საშუალებას არ აძლევს. „ეს არის მრავალცილინდრიანი
ავტომობილები, რომლებიც დიდი სიმძლავრით გამოირჩევიან და ასეთები, ჩვეულებრივ
ავტომობილებთან ერთად მოძრაობენ. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეს სერიოზულ
პრობლემებს ქმნის მათთვის, ვინც აქ ცხოვრობს და ვისაც დასვენების უფლება აქვს“, -
ამბობს მარანელოს მერი მასიმილიანო მორინი.
მარანელოსა და მის შემოგარენ ფიორანოში, სადაც
„ფერარის“ სატესტო ტრეკი მდებარეობს, ამიერიდან ტესტ დრაივები მხოლოდ დღის პირველ
ნახევარში იქნება ნებადართული. რა თქმა უნდა, მერიის ამ გადაწყვეტილებამ
უკმაყოფილო დატოვა გაქირავების ბიზნესში ჩართული ადამიანები. ერთ-ერთი ასეთი
ფირმის, „პიტ ლეინ რედ პაშნის“ მფლობელი მაჟა კორლუკა ვალესტრი ამბობს, რომ შემოსავლის
80 პროცენტს კარგავს. „ჩვენ ბიზნესმენები ვართ ტურისტულ ქალაქში, მაგრამ ბიზნესის
განვითარების საშუალებას არ გვაძლევენ“, - ამბობს ვალესტრი. „ეს იგივეა, რომ
რესტორანს შუადღით მუშაობა აუკრძალო“, - დასძენს ფირმა „პუშ-სტარტის“ მფლობელი
სტეფანო რავაძინი.
„ფერარის“ ტესტ დრაივის ადგილობრივმა ფირმებმა მერიის
გადაწყვეტილება სასამართლოშ გაასაჩივრეს, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწიეს და ახლა სხვა
გზას ეძებენ, რათა საკუთარი ინვესტიციები დაიცვან.
No comments:
Post a Comment